რეგიონები
მაღალმთიანი აჭარის სოფლებში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია
ავტორი: ლილუ მიროტაძე
31 მარტი, 2014. 10:38
აჭარის მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა დასაშვები, ხოლო დაბებიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერ ტრანსპორტს შეუძლია.
უამინდობამ მეწყერული პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი. ქედის, შუახევის და ხულოს გზებზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. იმ ადგილებში, სადაც მაღალი ყინვა იყო, ქვიშა-მარილის მოყრის სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, აჭარის სანაპიროებზე ზღვაზე შტორმი არ ფიქსირდება. ბათუმში მზიანი ამინდია, ხოლო მაღალმთანეთში ისევ თოვს.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57