reportiori.ge - ორი ფრე და ბევრი თუ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:00
სპორტი
ორი ფრე და ბევრი თუ...
02 აპრილი, 2014. 11:05



2 აპრილს ევროპის ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, ორივეგან ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა და ნახევარფინალისტების ვინაობას ისევ კითხვის ნიშნები აზის.





მანჩესტერში, ადგილობრივი გუნდი „ბავარიას“ მასპინძლობდა. გუნდების წლევანდელი შედეგების გათვალისწინებით, ყველა, გერმანელთა დომინაციას და უპირობო გამარჯვებას ელოდა. დომინაცია შედგა, გამარჯვება – ვერა. ბურთს უფრო ხშირად „ბავარია“ აკონტროლებდა, თუმცა უფრო სახიფათოდ „მანჩესტერი“ უტევდა და უელბეკმა გაიტანა კიდეც. არ ვიცი რა მოეჩვენა კარლოს ველასო კარბალიოს, მაგრამ გოლი კი გააუქმა და გერმანელთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა. ქართველი კომენტარორების აზრით, უელბეკს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა გამეორებაზე მსგავსი არაფერი ჩანდა. უფრო სავარაუდოა, რომ ინგლისელზე სახიფათო თამაში დაფიქსირდა, მაგრამ ესეც ძალიან საკამათოა. მალე უელბეკს ისევ უნდა გაეტანა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გაუგონარი სისულელე ჩაიდინა, შედეგად მომენტი დაიკარგა და ვინ იცის ამ გოლს რა ფასი დაედებოდა.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა, ბურთი გერმანელებს ჰქონდათ, ხიფათს მანჩესტერელები ქმნიდნენ და პირველი გოლიც გავიდა.

 

რუნის ჩაწოდებულ კუთხურს ვიდიჩმა ულამაზესი თავური დაჰკრა. „ბავარია“ დიდად არ აღელვებულა და ათიოდ წუთში შვაინშტაიგერმა ანგარიშს საბოლოო სახე მისცა.





თითქმის იგივე სურათი ვიხილეთ ბარსელონაში, კატალონიელები ბურთს აკონტროლებდნენ, მადრიდელები სახიფათოდ უტევდნენ. ორივე გუნდმა პირველივე ტაიმში ლიდერები მოისაკლისა. მეთორმეტე წუთზე პიკე შეცვალეს, 30-ზე კოსტა, რომელსაც ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, საერთოდ არ უნდა ეთამაშა. მანჩესტერული თამაშის ანალოგია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა: „ბარსა“ ბურთს აგორებდა, კოსტას მაგივრად მინდორზე შემოსულმა დიეგომ კი იშვიათი სიზუსტით გაისროლა და პინტოს ახლო ცხრიანში გაუტანა. 15 წუთში მეორე ბრაზილიელმაც გაიბრწყინა და მანაც ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

ორივე თამაში კარგი სანახავი გამოდგა, შეხვედრამდე არსებული კითხვები კი ჩემი აზრით მომრავლდა. თითქოს გერმანელებს უკეთესი შანსი აქვთ, მეტოქის მინდორზე გოლი გაიტანეს და შინ თამაშობენ, მაგრამ... მეტოქეს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჰქვია და ეს არ უნდა დავივიწყოთ.

 

კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანია მეორე წყვილში. „ატლეტიკო“ „ბავარიას“ მსგავსად შინ თამაშობს და სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობაც აქვს, მაგრამ... მის მეტოქეს „ბარსელონა“ ჰქვია და იქ მესი თამაშობს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016