reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა იძულებით გადაადგილებულთათვის ზუგდიდში მშენებარე კორპუსები დაათვალიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 04:39
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილმა იძულებით გადაადგილებულთათვის ზუგდიდში მშენებარე კორპუსები დაათვალიერა
02 აპრილი, 2014. 19:25



ირაკლი ღარიბაშვილმა იძულებით გადაადგილებულთათვის ზუგდიდში მშენებარე კორპუსები დაათვალიერა. ამის შესახებ „რეპორტიორს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

256 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ზუგდიდში 8 ახალი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერეს.

 

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. მას შემდეგ, რაც ზუდგიდში, თაბუკაშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კორპუსების მშენებლობა დასრულდება, ასობით დევნილ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ოთხ და ხუთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. საერთო ჯამში, პროექტით 256 ბინის მშენებლობაა გათვალისწინებული, აქედან 24 1-ოთახიანი ბინისა, რომლის საშუალო ფართობიც 35კმ.-ია, 112 2-ოთახიანი ბინის, რომლის ფართიც 40-51 კვ.-ია და 120 3-ოთახიანი ბინის, რომლის ფართობიც 65 კვ.-ია. პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს ტერიტორიის კეთილმოწყობას და საინჟინრო კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება) მშენებლობას. საცხოვრებელ უბანში გათვალისწინებულია გამწვანებული ბაღის, საბავშვო და სპორტული მოედნის მოწყობაც. მთელ ტერიტორიაზე განათების სისტემა დამონტაჟდება, ასევე, გამწვანდება ტერიტორია, სპორტულ მოედანზე კი ხელოვნური საფარი დაიგება. ყველა სახლს ექნება ღია ავტოსადგომი, ძირითადი გზების ავტოსადგომზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი.

კორპუსების მშენებლობის პარალელურად, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ტერიტორიაზე ჭაბურღილების ბურღვაც მიმდინარეობს. ამ სამუშაოების შედეგად, 8 კორპუსის მოსახლეობას ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და არ იქნება დამოკიდებული ქალაქის ქსელზე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება კარმის ტიპის გამათბობელი, გაზქურა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

 

კორპუსების მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. სამუშაოების საერთო ღირებულება 10 მლნ. 339 ათასი ლარია. სამუშაოებს ქართული კომპანია - შპს ,,დაგიახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე, ამჟამად, 150 ადამიანია დასაქმებული, აქედან 120 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 30 - დევნილი. სამუშაოების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ, დამატებით, 50 დევნილი დასაქმდება.

 

 

მშენებლობა 2014 წლის ოქტომბერში დასრულდება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016