reportiori.ge - „უკბილო“ „ჩელსი“ და არაგერმანული „ბორუსია“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:26
სპორტი
„უკბილო“ „ჩელსი“ და არაგერმანული „ბორუსია“
03 აპრილი, 2014. 12:10

 

„უკბილო" „ჩელსი" და არაგერმანული „ბორუსია"

 

2 აპრილს „პარკ დე პრენს"-ზე როლან ბლანის „პსჟ"-მ, ჟოზე მოურინიოს „ჩელსი"-ს 3:1 მოუგო და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. სხვა დროს იქნებ ლონდონური კლუბისთვის ეს ანგარიში კატასტროფული არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა, თავდამსხმელების „უკბილობის" გათვალისწინებით „ჩელსი"-ს მდგომარეობა საგანგაშოდ გამოიყურება. სამუელ ეტოოს არყოფნაში გუნდში ვერ მოიძებნა ფეხბურთელი, ვინც კარგად მოთამაშე ნახევარმცველების გააზრებულ კომბინაციებს ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანდა. შიურლე პირველ ტაიმში და ტორესი მეორეში მოედანზე პრაქტიკულად არ ჩანდნენ. ისევ ოსკარმა და განსაკუთრებით აზარმა „ივაჟკაცეს" და მცირე იმედის მომცემი გოლი „გამოაცხვეს". აქამდე საიმედოდ მოთამაშე დაცვაც ჩავარდა და ბოლოსკენ მეკარე ჩეხიც გვარიანად შერცხვა.


ფრანგები დიდი ძალებით უტევდნენ და სამი გოლი მათზე ალალია, განსაკუთრებით უნდა ითქვას მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე პასტორეს მიერ დადგმულ მონოსპექტაკლზე. ეს ყმაწვილი იტალიური „პალერმოდან" პარიზულ კლუბში დიდი ზარ-ზეიმით ჩაირიცხა, თუმცა მალევე ჩაიკარგა და მხოლოდ შეცვლებზე ათამაშებენ. გუშინ, 85 წუთზე, თანამემამულე ლავეცის მაგიერ გამოვიდა და 8 წუთში გაიბრწყინა კიდეც. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა, ლონდონელთა 4(!) მცველი გააბითურა და პეტრ ჩეხს ახლო კუთხეში გაუტანა. განმეორებით მატჩს გამოტოვებს პარიზელთა ლიდერი იბრაჰიმოვიჩი, მანაც პიკესა და დიეგო კოსტას დარად ბარძაყის კუნთი იტკინა. იბრა დიდი ძალაა, თუმცა ლორან ბლანის გუნდში მისი შემცვლელის მოძებნა არ უნდა გაჭირდეს.

 

 

 

მადრიდში ზედიზედ მეორე წელია „რეალი" „ბორუსიას" 3:0-ს უგებს, მაგრამ თუ გასულ წელს პირველი თამაში 0:4 დათმო და შეჯიბრს გამოეთიშა, ახლა ამის ალბათობა ნულის ტოლია.

 

გერმანელთა შემადგენლობას რომ გადავხედე, შარშანდელი ტრიუმფატორი გუნდიდან 6(!) ფეხბურთელი აკლდა,ეს კი ნახევარი გუნდია. იურგენ კლოპის შეგირდები არაგერმანულ ფეხბურთს თამაშობდნენ და ჭანჭიკებმოშვებულ მანქანას გავდნენ. ესპანელები ისე თავისუფლად დასეირნობდნენ მათ საჯარიმოში, გასაკვირია მეტი გოლი როგორ ვერ გაიტანეს. თავის მხრივ დაცვის ხაზი „რეალსაც" გვარიანად ჰქონდა მორღვეული, დორტმუნდელებს სამი-ოთხი რეალური მომენტიც ჰქონდათ, თუმცა მომენტებიც და სავარაუდოდ ნახევარფინალში გასვლის იმედიც ქარს გაატანეს.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016