დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გვირაბისთვის ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების აუცილებლობამ განაპირობა.
„თბილისი-ხაშურის მიმართულებით ყველა სახის მოძრაობა იკეტება. აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გვირაბის მარცხენა მხარეს, ხოლო ხაშურიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის შემოსავლელ გზაზე", - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა გოცაძემ.
გორის გვირაბში დღეს 09:00 საათიდან 16 აპრილის 09:00 საათამდე ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.