reportiori.ge - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ახალციხეში ბოთლები ესროლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 04:03
რეგიონები
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ახალციხეში ბოთლები ესროლეს
08 აპრილი, 2014. 18:44


ახალციხეში, შტაბის რაიონულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ადგილობრივი მოსახლეობა ტრანსფარანტებით დახვდა.

 

„შორს სისხლიანი ხელები", „ნაცებო მოცოცხეთ", „აღარ გვინდა კრიმინალები პოლიტიკაში", „სამცხე-ჯავახეთი ვანოსი აღარ არის", - შეკრებილები ოპიზიციის წარმომადგენლებს ახალციხის დატოვებას  მსგავსი ლოზუნგებით მოუწიდებდნენ.


აქციის მონაწილეებმა შენობასთან შეკრებამდე ქალაქში მსვლელობა გამართეს. შენობასთან მისულები რუპორით „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ხალხში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა შენობა დატოვეს და მანქანებში ჩასხდნენ, აქციის რამდენიმე მონაწილემ მათ ავტომობილებს პლასტმასის ბოთლები ესროლა.


„შევიტყვეთ, რომ დამნაშავე პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი პირები აპირებდნენ ჩამოსვლას ახალციხეში. მათ უნდათ ტვინი გაუბურღონ, შეუტრიალონ ხალხს და აურიონ რაიონი. აქედან გამოდინარე, გადავწყვიტეთ ვამხილოთ ესენი და საინფორმაციო შეხვდრა დავგეგმეთ საზოგადოებასთან", - განაცხადა აქციის მონაწილემ როინ თაქთაქიძემ.


აქციას ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ ტალახაძე. მისი განცხადებით, "ნაციონალებს" აღარ აქვთ უფლება ახალციხეში ჩამოვდინენ და აგიტაციას ეწეოდნენ, ისინი  წასული პოლიტიკოსები არიან და საზოგადოება მათ ჩაძირულებად თვლის".

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გელა დემეტრაძის განცხადებით, აღნიშნული აქცია არასერიოზული ნაბიჯი იყო. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016