reportiori.ge - “ნაციონალურიმა მოძრაობამ" ბათუმის მერობისა და თვითმმართველობის კანდიდატები წარადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 03:59
რეგიონები
“ნაციონალურიმა მოძრაობამ" ბათუმის მერობისა და თვითმმართველობის კანდიდატები წარადგინა
11 აპრილი, 2014. 22:02



ბათუმის სასტუმრო "შერატონში" გამართულ შეხვედრაზე ბათუმის მერის კანდიდატად გიორგი დიასამიძე დასახელდა, რომელმაც განაცხადა, რომ გამოცდილებას ბათუმის აღმშენებლობისთვის გამოიყენებს.


ცნობილი გახდა, რომ პარტიული სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოს  ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე იქნება. მისი განმარტებით, მერობის კანდიდატების შესარჩევად ბათუმში პრაიმერი არ ჩატარდა, რადგან პარტიას მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავდა. გიორგი კირთაძე გუნდთან ერთად ამომრჩეველს "ბათუმის ამუშავებას" ჰპირდება.


"
იმედი მაქვს, გაჩერებული ბათუმი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამუშავდება. ორი წლის წინ ჩვენ მიერ ფულთან ერთად დატოვებული პროექტები ამათ ვერც კი გააგრძელეს. ჩვენ არა მარტო იმას გავაკეთებთ, არამედ ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ბათუმს და ბათუმი იქნება ბევრად უფრო „მაგარი“ ქალაქი, ვიდრე დღეს არის", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ. 


ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების ათკაციანი სიიდან რვის ვინაობა უკვე ცნობილია. კანდიდატთა უმრავლესობა ახალი სახეებია, ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო პერიოდში შეუერთდნენ. მაჟორიტართა შორის ერთ-ერთი ქალაქის ყოფილი მერი ირაკლი თავართქილაძეა. 

 


კანდიდატების პრეზენტაციას "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა და გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016