reportiori.ge - კიდევ ვის დავკარგავთ ყოფილი ძმებიდან „მიწების შეგროვების“ გზაზე?... მე მრცხვენია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:11
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კიდევ ვის დავკარგავთ ყოფილი ძმებიდან „მიწების შეგროვების“ გზაზე?... მე მრცხვენია!
ავტორი:
11 აპრილი, 2014. 22:13



სირცხვილი ცოდვა არაა. სირცხვილი ცოდვის შვილია. შესაძლოა, სირცხვილი სულის უზუსტო მოძრაობით გამოწვეული სინანულია, გააზრებული სისუსტე ან შენს შიშსა და გულგრილობაზე უსამართლო ძალის გავლენის გაუაზრებელი აღიარებაა.

სირცხვილს, თუ არ დათრგუნავ, მან შესაძლოა შეასრულოს შიდა ცვლადის ფუნქცია, რომელსაც შეუძლია სუსტი ნაკადით გამოთიშოს სისტემა დიდი უნამუსობისგან. ასევე, მას შეუძლია გონება ჩართოს ტყუილის განდევნისთვის, როგორც გადაწყვეტილების მიღების არგუმენტი, რომელიც დროებით ამსუბუქებს ცხოვრებას. გეჩვენება, რომ შენ მას ცვლი დროებით, სანამ ახალი გარემოებები გამოჩნდება და განუმარტავ ამას შენს სირცხვილის გრძნობას: ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. შენ გეჩვენება, რომ ის იაზრებს და წყნარდება, ხელს აღარ უშლის შენს მუშაობას. ის კი, უბრალოდ გტოვებს შენ და ცხოვრობ, როგორც ადრე... კომფორტულად და მორჩილად. თუმცა, შესაძლაო ეს უკვე სხვა ცხოვრება იყოს.

მე ვინახავ საკუთარ სირცხვილს. ის არ მაძლევს მისი დავიწყების საშუალებას და მაწვალებს 68 წლის აგვისტოდან. არა ის ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა. მე საკუთარი ჟურნალისტური ნამოღვაწარით ვიწონებდი თავს ქალის წინაშე, რომელიც მომწონდა. მან წაიკითხვა ჩემი სტატიები, მერე ამომხედა და მკითხა, მართლაც მე დავწერე თუ არა, ეს ყველაფერი.

- დიახ! - ესეც?

იქ იყო ინფორმაცია ქრონიკის სახით, მოსკოვში „დინამოს“ ქარხანაში მიტინგის შესახებ, რომლის მუშებმაც ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა შენაერთების შეყვანა მოიწონეს.

- იცი, მე ასე არ ვფიქრობდი. ეს იყო რედაქციის დავალება, რომელიც მომცეს მე სტაჟიორს, კორესპონდენტიც კი არ ვიყავი. არ შემეძლო, ის არ შემესრულებინა. ასეთი მიტინგი კი, მართლაც იყო.

ქალი ატირდა, ადგა და წავიდა.

თუმცა მე არ ამომიგლეჯია ალბომიდან ეს შენიშვნა და არც საკუთარი ცხოვრებიდან ამომიღია. ეს იყო ჩემი ფერფლი. ჩემი ცვლა. ამ ისტორიის გახსენება არ მსიამოვნებს, თუმცა მისი დავიწყების საშუალებას სირცხვილის გრძნობა არ მაძლევს.

ჩეხოსლოვაკიის მოვლენებში იყვნენ ჩართულები კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები, რომლებიც, ზოგი საბჭოთა შთაგონებით, ზოგიც მონური დამოკიდებულებით, ზოგი პარტიისთვის ერთგულების ჩვენების მიზნით - გამოთქვამდნენ მხარდაჭერას, რომელიც არც პარტიას და არც მის ლიდერს არ ესაჭიროებოდა.

გადაწყვეტილება მიიღებოდა, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე, რომლის როლიც ნულს უტოლდებოდა. ერთგულების ტესტს ბევრი აბარებდა სირცხვილის გვერდის ავლით. მოგვიანებით, ისტორიული გადაწყვეტილებების დრო ისტორიული შეცდომების ეპოქად იქცა და ბელადებიც ანეგდოტების გმირები გახდნენ. მათ კი, ვინც მხარს უჭერდა ბელადებს, დაიწყეს ჰარმონიული ცხოვრება, თითქოს არც არაფერი ყოფილა... და იყო რომ? იყო.

ისტორიაში დარჩა 7 ადამიანი, რომელიც წითელ მოედანზე საბჭოთა შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა და ხუთი სიტყვა სამხედრო კორესპონდენტ კარლ ნეპომნიაშჩეზე, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მაშინ, როცა სააგიტაციო ფურცლები მიჰქონდა. ნეპომნიაშჩიმ უბრალოდ უარი არ თქვა, ისევე, როგორც მე არ ვთვქი უარი შენიშვნის დაწერისგან.

დიდი ტალანტია - არ მიიღო მონაწილეობა.

ჩემი დიდი მეგობარი კინორეჟისორი გიორგი დანელია, როცა მას დაურეკეს და შესთავაზეს მხარი დაეჭირა უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის, მან აუხსნა, რომ სრულად არ ფლობს ინფორმაციას იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. მან შეთავაზება გააკეთა, რომ კანონით აიკრძალოს კულტურის წარმომადგენლების მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მხარდამჭერ წერილებზე ხელმოწერა, რომლებიც ისედაც მიღებულია.

მონაწილეობის მიღება არანაკლები ტალანტია.

პატარა საინფორმაციო შენიშვნა, რომელსაც ხელმოწერა არ ჰქონდა, აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ვაქცინა, რომელმაც მაიძულა მეფიქრა არამარტო სიტყვებისა და ქმედებების შედეგებზე, არამედ თავად ქმედებებსა და სიტყვებზე. არავინ განმიკითხავს იმის გამო, რომ ადამიანი ფიქრობდა და იქცეოდა არა ისე, როგორც მე მას სიმპატიის მიხედვით განვუსაზღვრე. ღმერთი მისთვის მოსამართლეა და ის საკუთარი თავის ადვოკატი. მისი უფლებაა, უყვარდეს ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, ან სძულდეს, სჯეროდეს და ლაპარაკობდეს, რისიც სჯერა, შეუძლია საკუთარი თავი და სხვებიც კი მოატყუოს - ეს მისი უფლებაა. მე არ მიწერია მცნებები, რომ მე ვამოწმო ისინი.

მაგრამ მე მაქვს უფლება - მრცხვენია: ტყუილისთვის, სიყალბისთვის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო შეთანხმებების არაფრად ჩაგდებისთვის, სულ ერთია, რომელი ქვეყანა დაარღვეს მათ, მაგრამ ჩემი, საკუთარი ქვეყნის მიერ განსაკუთრებით. რას იზამ? მესმის ეს საზეიმოდ საფრთხისშემცველი სისულელე: მოტივები, გამორჩენა, გარემოებები - და მრცხვენია...

თბილისში, 89 წლის 9 აპრილს, მე რუსთაველის პროსპექტზე მაშინ მოვხვდი, როცა საბჭოთა სამხედროები სამშვიდო მიტინგს შლიდნენ. როგორც თვითმხილველმა, ყველაფერი ისე აღვწერე, რაც საკუთარი თვალით ვნახე: ცემა განურჩევლად, აირის გაშვება, დაღუპულები და გავგზავნე შენიშვნა „ლიტერატურულ გაზეთში“, სადაც ვმუშაობდი. მოსკოვიდან შემატყობინეს, რომ პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, დაგვეწერა ისე, როგორც იყო სინამდვილეში და შემომთავაზეს, პროპაგანდისტული სიყალბის დაბეჭდვა. ჩემ წარსულ სირცხვილს, შესაძლოა ახალი სირცხვილი დამატებოდა, მაგრამ ჩემმა კოლეგებმა „ქართული ახალგაზრდობიდან“, მე გადამარჩინეს. მათ დაბეჭდეს ტექსტი იმ სახით, როგორითაც მე გავგზავნე მოსკოვში და ფოტოებიც დაურთეს.

გაზეთმა „იზვესტიამ“ თავისი კორესპონდენტის ტანია ჭანტურიას სტატია არ დაბეჭდა. მის წინაშე დადგა არჩევანი - შეენარჩუნებინა სირცხვილი ან სამსახური. ის გაზეთიდან წავიდა.

ერთ დროს ვისხედით მე და ალექსანდრ იაკოვლევი, უჭკვიანესი ადამიანი, ფრონტზე მებრძოლი, რომელსაც კომუნისტური იდეებისა და ადამინის სამსახურში მყოფი სახელმწიფოს რეალურობის სჯეროდა. სიცოცხლის ბოლოს კი, პროპაგანდის საკითხებში ცენტრალური კომიტეტის მდივნობიდან არგუმენტირებულ ანტიკომუნისტად იქცა.

მისთვის ხელმისაწვდომი იყო საბჭოთა სპეცსამსახურების მასალები და ხედავდა ხალხის განლაგების მასშტაბებს: მეგობრების ღალატს, საყოველთაო ჩაშვებას, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და მწერლობის წარმომადგენელთა, ასევე, სამხედრო მოხელეების, პოლიტიკური ლიდერების სულიერ სიმახინჯეს, რომლებმაც ახალ დროში, მიიღეს „წესიერი“ ადამიანების სახე:

- მე თითქოს აკვარიუმში ვცხოვრობ, რომელსაც გამჭვირვალე შუშა აქვს. ვესაუბრები საღად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ ვიცი მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ისტორიის შესახებ.

მან გააცნობიერა, რომ ადამიანი შესაძლოა ვითარდებოდეს ნორმალურადაც, თუ ცხოვრება მას შეხედულებს უცვლის. „შეიჭერი“ იმსახურებს გაგებას და პატივისცემას, თუ შეძენილი აზრი გულწრფელია. გაგებას იმსახურებენ ისინიც, ვის მიმართაც თანამშრომლობის იძულების მიზნით მკაცრი ზომები გაატარეს, - ტკივილის ზღვარი ყველას განსხვავებული აქვს. ცხოვრება, ჯანმრთელობა და ახლობლების თავისუფლება, რომლებსაც წამების ინსტრუმენტად იყენებს რეჟიმი, იძლევა მათი გაგების საშუალებას, როცა ჩვენ მათ ადგილზე წარმოვიდგენთ თავს.

მაგრამ, უნდა ითქვას, რომ სექტანტებისა და ჩამშვებების უმრავლესობა ნებაყოფლობით მოქმედებდა, არ იყო მოტივირებული არც „მაღალი“ იდეით და არც საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის შიშით. კომუნალურ ბინებში მათ მიერ დაბინავებული მეზობლების გასათავისუფლებლად, ახალი პოსტებისთვის, რიგგარეშე გამოცემებისთვის, კარგი ბინებისთვის, აგარაკებისთვის, პრივილეგიებისთვის, რომელთა შორის უმთავრესიც არის - იყო ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეში.

მე არ ვავლებ პარალელებს. მადლობა ღმერთს, დღეს საუბარი არაა სიცოცხლის დაკარგვაზე. საქმე ეხება სახის დაკარგვას. დარწმუნება ძლიერი არგუმენტია. ისინი ყველას სხვადასხვა აქვს და ადამიანების მიღება ისეთებად გვიწევს, როგორებიც ისინი არიან. მათ უბრალოდ ღირებულებების განსხვავებული სისტემა აქვთ. ბევრი მათგანი თავის სირცხვილს მალავს. სირცხვილს მათ შემთხვევაში სხვა სახელი აქვს.

მაგალითად, ნაციონალური სიამაყე ან ღრმა მორალური კმაყოფილების გრძნობა ან პოლიტიკური გამორჩენა. მტრები არ არიან არც ისინი, ვინც რეკომენდაცია-მუქარის შემცველი ზარის შემდეგ „თავს იშტერებს“ თითქოს ესმის მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესების, რათა მიეცეს საშუალება, თავისი სამსახური განაგრძოს. ისინიც, ვინც „შარვალში ჩასვრილი მისდევენ კომსომოლს“, არ იშურებენ ძალისხმევას პატივცემულ პირთა რიგებში მოხვედრისთვის, ასევე არ არიან მტრები. ისინი, ერთგავრი სულიერი კომერსანტები არიან, არსებული რეჟიმის პატრიოტები.

როგორიც არ უნდა იყოს რეჟიმი, მათ არ ეშინიათ სახის დაკარგვის, იმიტომ, რომ ის მათ არც აქვთ. როგორი პატრიოტიზმი უნდა ასახოს ადამიანმა, რომელსაც სახე არ აქვს? უსახო ადამიანები ვერ შექმნიან ქვეყნის სახეს. ჩემს ქვეყანას კი სახე აქვს. ეს არის იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც აქვთ სახე და წარმოადგენენ მის ღირსებასა და დიდებას. ეს ქვეყანა, ეს რუსეთი მე მიყვარს და ვამაყობ მისით.

პრეზიდენტმა თავისი ერის ნაწილი ეროვნულ მოღალატეებად გამოაცხადა, მე კი მრცხვენია. ის გმირია. მან ჩაატარა და მოიგო ოლიმპიური თამაშები, მიიერთა ყირიმი - იზეიმეთ! უმრავლესობა კიდეც ზეიმობს, მაგრამ მოქალაქეთა რაღაც ნაწილი გამოეთიშა საერთო ზეიმს. ზოგიერთს კი არ უხარია, არამედ აღელვებულია. ჩვენ შევიძინეთ აფხაზეთი ( ან ვერ შევიძინეთ?), დავკარგეთ საქართველო. ჩვენ შევიძინეთ ყირიმი, დავკარგეთ უკრაინა... ... კიდევ ვის დავკარგავთ ყოფილი ძმებიდან „მიწების შეგროვების“ გზაზე? გამარჯვებებიც რაღაც სამარცხვინოა. ყველაზე ახლობლებს ვართმევთ. ვინ იქნება შემდეგი? მოლდავეთი? ყაზახეთი?

რა არის საწყენი იმაში, რომ ყველა დამორჩილებულს უნდა ომი ძმასთან, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია მოითხოვს ისტორიულად ჩვენთვის ძვირფასი რამ „გავუშვათ.“ დარაჩენები ჯერჯერობით ბედნიერები არიან. გავაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ ამიერიდან ეს უკვე სხვა ცხოვრება იქნება. სირცხვილის გარეშე.


იური როსტი

"Новая газета"

 

 

მასალის წყარო: Новая газета - Стыдно мне

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016