reportiori.ge - მაია ფანჯიკიძე: სოფელ აძვიდან ჟურნალისტების გატაცება ევროკავშირის მისიას ვაცნობეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:48
კონფლიქტები
მაია ფანჯიკიძე: სოფელ აძვიდან ჟურნალისტების გატაცება ევროკავშირის მისიას ვაცნობეთ
15 აპრილი, 2014. 19:52



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაია ფანჯიკიძე სოფელ აძვში, ოკუპანტების მიერ TV 3-ის გადამღები ჯგუფის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გადამღები ჯგუფის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე უცნობია.

 

"ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირის მისიას, იმისათვის რომ გაიგოს რა ხდება. გარდა ამისა, -ში მოქმედებს ცხელი ხაზი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ვიცით, სად წაიყვანეს ჩვენი ჟურნალისტები, რადგანაც მათთან კონტაქტი ჯერ-ჯერობით არ დამყარებულა. სამწუხაროა ის, რაც მოხდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძე.

 

შეგახსენებთ, რომ TV 3-ის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. არხის პროდუსერის ეკა ქარდავას განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია, როგორც საგარეო უწყება ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულია 3 ადამიანი, ჟურნალისტი ბელა ზაქაიაძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ჩართვის ოპერატორი მიხეილ მიხოევი.

 

 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016