reportiori.ge - მაია ფანჯიკიძე: ვინც აპირებს, გაემგზავროს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში - გააფრთხილეთ საგარეო ან შს სამინისტრო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:20
კონფლიქტები
მაია ფანჯიკიძე: ვინც აპირებს, გაემგზავროს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში - გააფრთხილეთ საგარეო ან შს სამინისტრო
15 აპრილი, 2014. 19:59



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრას ქართველი ჟურნალისტების დაკავების საკითხით დაიწყებს.

 

"ზურაბ აბაშიძე ჯერ არ ჩასულა პრაღაში. როგორც კი ჩავა, ჩვენ მას დაველაპარაკებით, ინფორმაციას მივაწვდით და ის თავის შეხვედრას ბატონ კარასინთან სწორედ ამ თემით დაიწყებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

 

მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გამგზავრებამდე საგარეო უწყება ან შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენონ.

 

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ვინც აპირებს, გაემგზავროს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში - არ გააკეთონ ეს გაუფრთხილებლად და ყოველთვის ასეთი გეგმები შეატყობინონ საგარეო ან შინაგან საქმეთა სამინისტროს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ TV 3 - ის ჟურნალისტების დაკავების შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდება.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016