reportiori.ge - ალექსი პეტრიაშვილი: რუსეთი საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებში ჩაბმას ცდილობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:50
კონფლიქტები
ალექსი პეტრიაშვილი: რუსეთი საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებში ჩაბმას ცდილობს
16 აპრილი, 2014. 15:58



სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებში ჩაბმას გეგმავს. TV 3-ის ჟურნალისტების გატაცების ფაქტს პეტრიაშვილი ამ გეგმის ნაწილად თვლის.

 

„მორიგი პროვოკაციული ქმედებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რუსეთი ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობს იმ პროვოკაციული გეგმის და სქემების განხორციელებას, რომლითაც ცდილობს, საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებში ჩაბმას. მათ იცოდნენ, რომ დღევანდელ ინციდენტს მოჰყვებოდა რეაგირება. მცდელობა არის, რომ რეაგირება იყოს მძაფრი, მცდელობაა ვითარების ექსკალაცია. საერთაშორისო თანამეგობრობა, ამ შემთხვევაში, ძალიან აქტიურად იქნება ჩართული, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც, როგორც ჩანს, მცდარი მოლოდინი აქვთ, რომ მოხდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, სიტუაციის დაძაბვა და ა.შ. ჩვენ ცივი გონებით განვაგრძობთ მუშაობას და სიტუაციის განმუხტვას,“- განაცხადა მინისტრმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო“.

 

მისი თქმით, მსგავსი ტიპის „სიურპრიზები“ მოსალოდნელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, წამოეგოს პროვოკაციაზე.

 

„ასეთი ტიპის სიურპრიზები და ხრიკები მოსალოდნელია, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ თავიდან ავიცილოთ ამ პროვოკაციებში ჩაბმა და საქართველომ შეუფერხებლად შეძლოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა,“- აღნიშნა პეტრიაშვილმა.

 

 

 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016