reportiori.ge - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გატაცებული ჟურნალისტების გათავისუფლებას მიესალმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:16
კონფლიქტები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გატაცებული ჟურნალისტების გათავისუფლებას მიესალმება
16 აპრილი, 2014. 20:14



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფის გათავისუფლებას მიესალმება. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადამკვირვებლო მისია მიესალმება, გუშინ, გორის რაიონის სოფელ აძვის მახლობლად, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებული სამი ჟურნალისტის გათავისუფლებას.


"
მათი გათავისუფლების ხელშესაწყობად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ აამოქმედა ცხელი ხაზი და მუდმივ კონტაქტზე იყო ყველა მხარესთან, დღეს, ჟურნალისტების გათავისუფლებამდე.

 


აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემისკენ, რაც საშუალებას მიცემს ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნოს მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის ეს მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული საერთო ტრადიციების შესაბამისად, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში", -ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016