ირანის ხელისუფლებამ სულ ბოლო წუთში შეწყვიტა სიკვდილით დასჯის აღსრულება, მაშინ როცა დაზარალებულმა დედამ შვილის მკვლელის შეწყალების საჯარო ცერემონია ჩაატარა.
იმ მომენტში, როდესაც მკვლელს ყულფი ჩამოაცვეს, მოკლულის დედა მიუახლოვდა მას, სილა გააწნა და შვილის მკვლელობა აპატია. შეწყალების ამ აქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ირანულ სოციალურ ქსელებში.
ირანის ისლამური კანონი, მიუხედავად სიმკაცრისა, უშვებს დაზარალებულის ოჯახის წევრების მიერ მკვლელის შეწყალებას. ირანის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, 2013 წელს სიკვდილით დაისაჯა 369 კაცი. თითქმის ყველა მათგანი ჩამოახრჩვეს.
თუმცა „ამნესტის" ინფორმაციით სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა 700 აღწევს. „ამნესტ ინტერნეიშენალის" მიმომხილველი ბაჰარეჰ დევისი აცხადებს, რომ მისასალმებელია მოკლულის ოჯახმა ასეთი ჰუმანური აქტი რომ ჩაიდინა, თუმცა ამავე დროს აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ირანი კვლავ აგრძელებს არა მარტო სიკვდილით დასჯას, არამედ ახდენს დასჯის სახალხოდ დემონსტრირებას.