reportiori.ge - რომელ უბნებში და რა ტიპის სახლების გამაგრება იწყება თბილისში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:08
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რომელ უბნებში და რა ტიპის სახლების გამაგრება იწყება თბილისში?
ავტორი:
17 აპრილი, 2014. 20:07



თბილისში ავარიული სახლების რეაბილიტაცია იწყება. თბილისის საკრებულოს განცხადებით, ავარიულ სახლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად თბილისის მერიის მიერ ტენდერი 2014 წლის 30 აპრილამდე გამოცხადდება. პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ქალაქში არსებულ 25 ობიექტზე წარიმართება და ძირითადად ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ისნის, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებს მოიცავს.

რა გამაგრებაზეა სუბარი, როდესაც საკრებულო აცხადებდა, რომ არაბი ინვესტორი ძველი ავარიული სახლების დანგრევასა და ახალი კორპუსების აშენებას აპირებს? მაშინ, რა საჭიროა გამაგრებაში ფულის ხარჯვა? რა თანხა დაიხარჯება გასამაგრებელ სამუშაოებზე?

 

ამ და სხვა კითხვებზე „ალიას“ ესაუბრება საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირიშვილი:

– ჩვენ გასული სექტემბრიდან გვქონდა განზრახული, რომ მრავალსართულიანი, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია მოგვეხდინა, ეს ის სახლებია, რომლებიც წლების მანძილზე საჭიროებდნენ კაპიტალურ გამაგრებას და ამ მიზნით საკრებულომ თბილისის მერიას 35 მილიონი ლარი ჩავადებინეთ. ამ პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, ალბათ, მოხერხდება 130-მრავალსართულიანი ავარიული კორპუსის რეაბილიტაცია. მაგრამ მათ ჩვენ ეტაპობრივად შევაკეთებთ, პირველი ტენდერი გამოცხადდა 25 კორპუსზე, რომელიც გამზადებულია სამშენებლო ტენდერისთვის. დამატებით კიდევ 57 კორპუსზეა საპროექტო სამუშაოები დამთავრებული და დაახლოებით თვენახევარში იქაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი. ანუ, ორი თვის მანძილზე ერთიანობაში 76 კორპუსში დავიწყებთ სამუშაოებს. დანარჩენ 50 კორპუსზე უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და შემოდგომისთვის ახლა მათზე გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი. ამით დაახლოებით 80 ათასი ადამიანის საბინაო პირობები გაუმჯობესდება.


– რა ტიპის გამაგრებით სამუშაოებია დაგეგმილი?

– საერთოდ, საკმაოდ ბევრია თბილისში ავარიული კორპუსი ჩუღურეთში, ნაძალადევში, ძველ თბილისში. ადრე თუ გახსოვთ, მერიას ჰქონდა პროგრამა, რომელიც გულისხმობდა თანადაფინანსებას, ძირითადი თანხა აქ ამხანაგობებს უნდა გადაეხადათ. შემდეგ ეს თანხა განახევრდა და გახდა 15 %. მაგრამ მთლიანობაში რეაბილიტაცია ნახევარი მილიონი ჯდებოდა და მთელი თბილისის მასშტაბით ვერავინ მანახებს კორპუსს, რომელიც შეძლებს ნახევარი მილიონის 15%-ის გადახდას. ამიტომ, სტანდარტი შევცვალეთ: ვთქვით, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს თანხის გადახდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხომ არ სჯობდა, საერთოდ მოგვეხსნა მოსახლეობის გადასახადი, ვგულისხმობ იმ 15 %-ს მაინც არ გროვდებოდა ეს თანხა და კანონი კი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი რომ არ დარჩეს, მერიამ თავიდან ბოლომდე თავის თავზე აიღო გამაგრებითი სამუშაოების წარმოება. მერიას მივეცით შესაბამისი მისამართები შესასწავლად და ეს იყო შვება მოსახლეობისთვის. ამ მისამართების მიხედვით მერიამ გამოაცხადა ტენდერი, შემდგომში საპროექტო ტენდერმა გაიარა ექსპერტიზა, ამას დასჭირდა 4 თვე და დღეს უკვე პირველ ეტაპზე, 25 კორპუსის გამაგრება გამოცხადებულია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს: აქამდე, გამაგრება ხდებოდა ლოკალურად. ანუ თუ კორპუსი ავარიული იყო, ხდებოდა მისი დროებითი გამაგრება, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ახლა მოხდება კორპუსების კაპიტალური შეკეთება. აქ შედის ხიმინჯებიც და კარკასიც, მთლიანად ერთიანობაში გამაგრდება კორპუსი და ეს ყველაფერი ამ კორპუსებს მისცემს რესურსს, რომ წლების მანძილზე სრულყოფილად იფუნქციონერონ.


– რა დონის ავარიული შენობებია, იმდენად ავარიული ხომ არ არის, რომ გამაგრების შემთხვევაში ჩამოიშალოს? ამ შემთხვევაში მოსახლეობას რას უპირებთ?

– ჩამოშლა არ მოხდება, რადგანაც ტენდერში ექსპერტიზის დასკვნებია ჩადებული, სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების დროს ყველა სტანდარტი იქნება დაცული და მშენებლის მოვალეობა იქნება, რომ ყველა ტიპის უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული. ვიმეორებ, ვპირდები თბილისელებს, რომ უსაფრთხოების ზომები მთლიანად ბოლომდე იქნება დაცული. იმიტომ ვატარებთ ამ პრევენციას, რომ სახლები მთლიანად არ ჩამოიშალოს. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ეს სახლები ძალიან რთულ მდგომარეობაშია. გპირდებით, რომ მოსახლეობა ქუჩაში არავითარ შემთხვევაში არ დარჩება და არც უნდა დარჩეს. ტენდერის გამოცხადების შემდეგ, ანუ მაისის ბოლომდე უნდა დაიწყოს ამ კონკრეტულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები. აქვე ვიტყვი, რომ ის სტანდარტი, რაც თავმჯდომარემ და ჩვენმა კომისიამაც დღეისთვის შეიმუშავა, ადრე რომ ყოფილიყო, გაცილებით ნაკლები იქნებოდა პრობლემები. ჩვენ დავიწყებთ სამუშაოებს და ვპირდებით თბილისელებს, რომ რამდენიმე თვეში ავარიული სახლების პრობლემა იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. მაგრამ ძალიან გთხოვთ მოსახლეობას განუმარტოთ, რომ ეს პროექტი გულისხმობს მაღალსართულიანი ავარიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც შეეხბა ძველ თბილისში არსებულ ორ-სამსართულიან ავარიულ სახლებს, მათზე სხვა სტრატეგია გვაქვს გათვლილი.


– და ამ სტრატეგიას გაგვაცნობთ?

– ამას სულ ახლო მომავალში გავაცნობთ თბილისელებს.

 

თამარ ოქრუაშვილი

 

გაზეთი „ალია“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016