reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: სად გინახავთ გარდაცვლილმა ადამიანმა პიჯაკი გაიხადოს და იატაკზე დაწვეს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:19
ინტერვიუ
გელა ნიკოლაიშვილი: სად გინახავთ გარდაცვლილმა ადამიანმა პიჯაკი გაიხადოს და იატაკზე დაწვეს?!
19 აპრილი, 2014. 12:10



მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით ახალი მთავრობა მოვიდა, ქართველი საზოგადოება დანაპირების ასრულების მოლოდინშია და უამრავ კითხვაზე ითხოვს  პასუხს, გახმაურებული დანაშაულების ორგანიზატორთა და შემსრულებელთა დასჯის თაობაზე, სააკაშვილის გამო დიდი დილემის წინაშე დამდგარ პროკურატურაზე და გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის საქმის დეტალებზე  ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გვესაუბრება.

-მიუხედავად იმისა, რომ ტემპები არის ძალიან ნელი, მაინც იდგმება ამ მიმართულებით ნაბიჯები. როგორც იტყვიან, სამართალი ურემით დადის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიდის დანიშნულებამდე. ასობით ადამიანი იყო ჩართული ამ უკანონობებში, გაყალბებებში, რა თქმა უნდა ყველას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, მაგრამ პასუხი უნდა აგონ ორგანიზატორებმა, ხელმძღვანელებმა, და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელებმა. ნელ-ნელა დგება მათი ბრალი და სისხლის სამართლებრივი დევნა. არ ვარ მომხრე, ამ ხალხს უვადო სასჯელები შეეფარდოს,  ისიც საკმარისია, რომ დამნაშავეებად გამოცხადდებიან, თუნდაც საერთოდ არ ჩასვან ციხეში. იმიტომ, რომ ეს იქნება აუცილებელი პრევენცია, დღევანდელი და მომავალი ხელისუფლებებისათვისაც, რომ ნებისმიერ გადაცდომას, დანაშაულს აუცილებლად მოჰყვება სასჯელი თუნდაც მომავალში.


– სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა და უგულავას პირით შემოგვითვალა დისტანციურად დამკითხეთ, ოღონდ სასამართლო სხდომაზეო...

– იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ საქმეზე გაიმართება სასამართლო და ერთ საქმეზე თავის მართლება უფრო იოლია. კანონი ითვალისწინებს მოწმის იძულებით ჩამოყვანას, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ უცხოეთში რომ დააკავონ სააკაშვილი?  ის კი არა კეზერაშვილი და კოდუა ვერ ჩამოუყვანიათ  და სააკაშვილს ჩამოიყვანენ იძულების წესით?  სისხლის სამართლის კოდექსის 351 მუხლის თანახმად, თუ მოწმე უარს აცხადებს ჩვენებაზე, მის მიმართ უკვე შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. თუმცა, სააკაშვილის მიმართ ამ მუხლით სისხლის სამართლებრივ დევნას  მსოფლიო ვერ გაიგებს, ვერ გაიგებენ  ამის გამო ყოფილ პრეზიდენტს წითელი ცირკულარით რატომ ეძებენ, უბრალოდ არ იქნება დამაჯერებელი, ამიტომაც დიდი  დილემის წინაშე დგას პროკურატურა. ფორმალურად ამის საშუალება აქვს, მაგრამ რეალურად ეს შეიძლება წამგებიანი იყოს.


– ერთდროულად ათმა საქმემ ხომ არ შეაშინა ყოფილი პრეზიდენტი?

– შეიძლება მოწმე ათ საქმეზე დაიბარო, მაგრამ ბრალის წაყენებისთვის არ გქონდეს საკმარისი მტკიცებულებები.  ათ საქმეზე ერთდროულად დაბარება ეჭვებს იწვევს.  სანამ არ იქნება დამაჯერებელი მტკიცებულებები, ჩვენებები, იმის დოკუმენტები, რომ მას მიუძღვის ბრალი სერიოზულ დანაშაულში, მანამდე საერთაშორისო საზოგადოება ამას არ დაიჯერებს, თორემ ჩვენი საზოგადოებისთვის ისედაც ყველაფერი ნათელია და აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ სააკაშვილს არაერთ დანაშაულში აქვს მიღებული მონაწილეობა. ზურაბ ადეიშვილი  იბრალებს, ჩემი ინიციატივა იყო და ჩემი სახსრებით ვკვებავდი და ვაფინანსებდი  პარტიის აქტივისტებსო, ხომ შეუძლებელია ბიუჯეტიდან ამხელა თანხის გაღება არ სცოდნოდა  სააკაშვილს ან უგულავას?


– ვიდრე საზოგადოებამ ფოტოები არ ნახა, პროკურატურას არც ექსპერტი დაუკავებია, რატომ, ეს ფოტოები ხომ საქმეში მანამდეც არსებობდა?

– ის, რომ ეს იყო მკვლელობა და ვიღაც კონკრეტულმა   მოკლა, ამის მტკიცებულებები დღეს საქმეში არ არსებობს. რომ არსებობდეს  ვინმეს ჩვენება ან რაიმე დოკუმენტი, მაშინ ჩვენც გვეცოდინებოდა. რაც შეეხება ბოლო დროს გავრცელებულ ფოტოებზე არსებულ ჭრილობებს,  ეჭვს იწვევს კი არა, ძალიან დამაჯერებელს ხდის  ფაქტს, რომ შემთხვევის ადგილის ოქმი გაყალბდა. 3 თებერვალს, იმ ღამეს, პიჯაკში ჩაცმული გარდაცვლილი ჟვანიას ფოტო ვნახეთ, ამ ფოტოებზე კი პიჯაკი გახდილი აქვს და იატაკზე წევს. სად გინახავთ, გარდაცვლილმა ადამიანმა პიჯაკი გაიხადოს და იატაკზე დაწვეს. არადა, მისი გადაადგილების უფლება არავის ჰქონდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას თითის დაკარება არ შეიძლება არაფრისთვის. ესე იგი გაყალბდა.


და ეს  წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა  არ იცოდნენ ?

– როგორც ჩანს ეს ფოტოები  შიდა მოხმარებისთვის იყო. მათ ხომ არ იცოდნენ, რომ 5 წელიწადში მოუწევდათ ხელისუფლების დატოვება, ისინი თვლიდნენ, რომ 30 წელი იქნებოდნენ ხელისუფალნი, ამიტომ შეიძლება დაუდევრობასთან გვაქვს საქმე ოფიციალური ვერსია, აშკარად  არ შეესაბამება სიმართლეს და ვეჭვობ, რომ შეიძლება სიმართლე ვერასდროს გაირკვეს.


– რატომ?

– შესაძლოა ერთერთი მიზეზი იყოს იგივე გამომძიებელი, თუმცა  ინტერესი იმდენად დიდია, რომ არ მგონია ერთ გამომძიებელზე იყოს მიგდებული ეს საქმე. მაგალითად,  ფაქტი, რომ გაზი არ იყო იმ დღეს იმ კონკრეტულ უბანში, იმავე დღეს თქვა ერთერთ ინტერვიუში ყაზტრანსგაზის იმ უბანის ერთერთმა ხელმძღვანელმა – ჩვენ გადავკეტეთ იმიტომ, რომ დაზაიანება იყოო. ესენი  მივიდნენ  გვაჩვენეო, წაიყვანა ამ კაცმა და აჩვენა, რომ ნამდვილად გადაკეტილი იყო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მიადგნენ გვაჩვენეო და მეორედ ადგილზე მისულს, ონკანი გატეხილი დახვდა. ხომ ხედავ, ეტყობა გაფუჭებული ყოფილა და არ გადაიკეტა მაშინო, შენ კი ხმას ნუ ამოიღებო. ეს ამბავი მე  იმ ადამიანისგან ვიცი, რომელიც ყაზტრანსგაზის  ერთერთი ხელმძღვანელი გახლდათ. აქ ხომ აშკარაა ყველაფერი.


– და ეს კაცი არ დაიკითხა?

– ახლახან დაკითხეს.


– ბატონო გელა, ახალმა ხელისუფლებამ მთავრობაში მოსვლისთანავე ძალიან ბევრი პატიმარი შეიწყალა. ბევრმა მათგანმა არ იცის რით იცხოვროს და ისევ დანაშაულის გზას მიმართავს ფულის საშოვნელად...

 

მგონია, რომ ნაციონალების დროს უბრალოდ ნაკლებად ვისმენდით ასეთ ამბებს.  შესაძლოა მანქანის გატაცებები უფრო ნაკლებად ხდებოდა   წინა ხელისუფლების დროს, შიშის სინდრომი მაინც მუშაობდა. ჯოჯოხეთში შესვლა არავის უნდოდა და ყველა ერიდებოდა ციხეს. თორემ პათოლოგიური ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ. ასეთები  შებრუნდნენ უკან. ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება დღეს  ნარკოტიკია. სასამართლოების 80 პროცენტი ნარკოტიკული დანაშაულისთვის  ტარდება. არ ვამბობ, რომ ეს ახალი ხელისუფლების ბრალია, ძველ დროსაც იყო, მაგრამ რაღაც ზომები ნამდვილადაა მისაღები, საკანონმდებლო რეგულაციებია შესაცვლელი, ასე თუ გაგრძელდა ნარკოტიკი წალეკავს ამ ქვეყანას. პოლიცია ისევ მონდომებით მუშაობს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით და ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნები, უბრალოდ ეს არ უნდა მოხდეს  კანონის გადაცდომით, უხეშობით, ადამიანის უფლებების შელახვით და ზოგ შემთხვევაში „ჩადებითაც“, რაც მასობრივად არა, მაგრამ მაინც ხდება საქართველოში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016