აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-
მინისტრი, მეუღლესთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები , საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია.
"ქრისტე აღდგა! დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობს. ყველას ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვისურვებ, რომ მალე გვენახოს გაბრწყინებული საქართველო,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე. მისი თქმით, პატრირაქს როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ბრძნული ეპისტოლე ჰქონდა.
სააღდგომო წირვის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა.