reportiori.ge - რა მისია დააკისრეს „რესპუბლიკელებმა“ „ნაციონალებს“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა მისია დააკისრეს „რესპუბლიკელებმა“ „ნაციონალებს“?
ავტორი:
17 აპრილი, 2014. 04:00



„რესპუბლიკელები“ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ზურგს უკან პოლიტიკურ მახვილს ლესავენ. ეს უკვე აღარ არის სახუმარო საქმე. ძმები ბერძენიშვილები და მათი „პადელნიკი“, დავით ზურაბიშვილი, უკვე იმ დონემდე გათავხედდნენ, რომ „ნაციონალების“ მხარდამჭერ და ასევე, პროვოკაციულ განცხადებებს ღიად აკეთებენ. ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც დეპუტატობა ხონჩით მიართვეს, ამბობს:

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელიდან უშვებს შანსს, რომ ყოფილიყო პოსტსახელისუფლებო პარტია, ანუ პარტია ხელისუფლების შემდეგ. ჩვენ ამას ვგულშემატკივრობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, რებრენდინგი, რომელიც უნდა მომხდარიყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ მოხდა“.

 

აი, ეს უკვე არის აშკარა ღალატი... ჯერ ერთი, არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა რებრენდინგი „რესპუბლიკელების“ მეცადინეობით და გარიგებებით, არამედ თვით ლევან ბერძენიშვილის თავშიც, კომუნისტების დროიდან მოყოლებული. გაიხსენეთ, მას ისიც სჯეროდა, რომ შევარდნაძე საქართველოს გააბრწყინებდა და ლამის ყოველდღე ჩაგვჩიჩინებდა ტელევიზიით, მე მჯერაო (უძღვებოდა გადაცემას – „მე მჯერა“). საინტერესოა, როდის სჯეროდა ლევან ბერძენიშვილს ყველაზე მეტად, როცა კომუნისტ შევარდნაძეს ციხეში განცხადებას უწერდა, თქვენთან ვითანამშრომლებ, ოღონდ სამზარეულოში გადამიყვანეთო, თუ მაშინ, როცა „დემოკრატ“ ედიკას ტელევიზიით უმღერდა და კოკა ყანდიაშვილის პარალელურად ამტკიცებდა, ივერია გაბრწყინდებაო?!

მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ ბიძინა ივანიშვილი ოვაციებით გააცილეს პოლიტიკიდან, შვებით ამოისუნთქეს და რუდუნებით დაიწყეს ჯერ „ქართული ოცნების“ დანგრევა, შემდეგ კი „ნაციონალების“ გადაბირება უფრო მეტად რეგიონებში. ახლა იქამდეც მივიდნენ, რომ აშკარა გარიგებებსაც აღარ ერიდებიან და მათ სამომავლოდ თანამდებობებსაც ჰპირდებიან. რომ არა დღეს მათთვის ერთადერთი მუხრუჭი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობასაც დიდი სიამოვნებით ჩაიგდებდნენ ხელში. დიახ, ჯერ ამდენს ვერ ბედავენ, მაგრამ თუ რეგიონებში თავიანთი საქმე წარმატებით „მოაყომარეს“, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილსაც ჩასცემენ ალესილ მახვილს ზურგში.

„რესპუბლიკელები“ ისე უფრთხილდებიან „ნაციონალებს“, როგორც დამწვარ თითს. ჯერ ერთი, ისინი წლების განმავლობაში მიშას ჯიბეზე იყვნენ ჩამოკიდებულნი და მეორეც – მხოლოდ მათთან თანაცხოვრებით შეიძლება გავიდნენ ფონს. მოდით, ვნახოთ, როგორი რეაქცია ჰქონდა დავით ზურაბიშვილს, როცა სასამართლომ ბაჩო ახალაია გაამართლა ციხის ბუნტის საქმეში (სტილი დაცულია):

„საერთოდ არ ვლაპარაკობ ამ თემაზე, მაგრამ ამ ერთხელ მაინც ვიტყვი. სრულიად „ნაცსპექტრი“ ვერაფრით ახერხებთ გააცნობიეროთ ძალიან ელემენტარული რამ: პირადად მე იმის შესაფასებლად, თუ ვინაა ბაჩო ახალაია, არ მჭირდება სასამართლო განაჩენი. და არა მარტო მე – ყველამ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაში და რა განაჩენიც არ უნდა დადგეს, საზოგადოებრივი აზრი იმ ადამიანის შესახებ, ვისაც თამარ ჩერგოლეიშვილიც კი ღიად ეძახდა მანიაკს, არ შეიცვლება. სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიას გამართლება კი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ აღიქმება, როგორც პროკურატურის ცუდი მუშაობის შედეგი. ზოგი ამას შეგნებულ ბოროტებად უთვლის ხელისუფლებას (მითი: შეკრულები არიან „ნაცებთან“), ზოგი სისუსტედ და არაკომპეტენტურობად, მაგრამ ამ გამამართლებელი განაჩენებით ოდნავადაც არ ხდება არც პირადად მისი და არც, ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ რეაბილიტაცია. პირიქით, ასეთი განაჩენები მხოლოდ აძლიერებს რადიკალურ ანტინაცურ განწყობებს და ერთ კაი ეროვნულ „ბართლომეს ღამეზე“ დაკვეთას. ასე, რომ ტყუილად გიხარიათ“.

ერთი შეხედვით, ბერძენიშვილის მოსაზრება ხალხის განწყობას ემთხვევა და ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, რადგან ბატონი დავითი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, თან „რესპუბლიკელი“, ამიტომ ვვარაუდობ, რომ ეს ემოციური კი არა, შორსგამიზნული ნათქვამია. ახლა ვნახოთ, რა შეიძლება ამ სიტყვებმა გამოიწვიოს. დავსვათ კითხვა – რა შეიძლება მოჰყვეს ახალაიას განთავისუფლებას. რა და, რა თქმა უნდა, დიდი პროტესტი, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ „ბართლომეს ღამეში“ შეიძლება გადაიზარდოს. სწორედ ამას მიანიშნებს ბერძენიშვილის სიტყვები, – არ მინდა მასობრივი პროტესტი მოჰყვეს ახალაიას გამართლებას, მაგრამ, თუ ასე მოხდება, ეს ბუნებრივი და ლოგიკური იქნებაო. რა მოხდება ამის შემდეგ? საპროტესტო მუხტის აფეთქებით უპირველესად ზიანი მიადგება ივანიშვილი-ღარიბაშვილის ჯგუფს, რომელსაც ბრალს დასდებენ, რომ ქვეყანა არეულობამდე მიიყვანა. თავად „რესპუბლიკელები“ კი, „მე ხომ ამას ვამბობდი“-ს პოზიციაში დადგებიან და კიდევ ერთხელ გამოძვრებიან სიტუაციიდან. „ბართლომეს ღამე“ რომ მართლაც შეიძლება დადგეს, ამას ის ფაქტიც ამყარებს, რომ სასამართლო კუბლაშვილისაა – ის გამოუშვებს ახალაიას და „ნაციონალები“ და მათი თანამზრახველები მიიღებენ ასე ნანატრ არეულობას. ამ ლოგიკით კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

სწორედ ამაზე ოცნებობენ „რესპუბლიკელები“ „ნაციონალებთან“ ერთად, რომ პროვოკატორების ხელით ბართლომეს ღამე მოაწყონ საქართველოში და ბოლოს ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილს გადააბრალონ!

ერთი დიდი პრობლემა, რაც ამ ორმა გამყიდველმა ძალამ შექმნა, ეს არის იმ ადამიანების განდევნა კოალიციიდან, ვინც ლომის წვლილი შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში. დღეს იმედგაცრუებული ადამიანები ყველაფერს აიგივებენ მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ და არა კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან. შესაბამისად, როცა „რესპები“ „ნაცებთან“ არიან შეკრულები და ხალხს ისე სტენიან, როგორც ვირს პიტნას, აგრესია ძლიერდება „ოცნების“ წინააღმდეგ. ესეც ძალიან კარგად იციან ამ ოღრაშებმა და არაფერს ერიდებიან. აი, რას მწერს სენაკიდან ქალთა უფლებების დამცველი, ინგა ქარდავა, რომელიც თავის დროზე თავგადაკლული „ოცნებისტი“ იყო.

„ამათი გამოსაყენებელი ვინ იყო? შავი საქმე შეგვასრულებინეს და განზე გაგვწიეს. სენაკში ნარკოტიკი „გულაობს“, ამასაც განგებ აკეთებენ, „ბარიგობაში“ უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან და თან ისევ თანამდებობებზე სხედან. მედროვე „ნაცები“  „ოცნების“ რიგებში კარგად გრძნობენ თავს. ყველა ყოფილი „ნაცის“ თავშესაფარი „რესპუბლიკური პარტიაა“. ყველა გამყალბებელი და გაიძვერა ამ პარტიაშია. ყველგან უნდათ ყოფილი „ნაცების“ მოყვანა. ვინმემ იკითხა, რა ბედი ეწიათ მებრძოლ ადამიანებს? არავის არ უკითხავს და არც არავის აინტერესებს!“

 

სანამ ადგილობრივ არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, აუცილებლად  უნდა გააქტიურდეს პარტია „ქართული ოცნება“ და მისი საპარლამენტო დეპუტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, „რესპების“ მიერ ალესილი მახვილი თავის ფუნქციას შეასრულებს.

 

გელა ზედელაშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016