reportiori.ge - კობა ნარჩემაშვილი: არ გაინტერესებთ რა უთხრა სააკაშვილმა გზიდან მობრუნებულ ბარამიძეს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:42
ინტერვიუ
კობა ნარჩემაშვილი: არ გაინტერესებთ რა უთხრა სააკაშვილმა გზიდან მობრუნებულ ბარამიძეს?!
21 აპრილი, 2014. 04:04



„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელმა პროკურატურის დეკვალიფიკაცია მოახდინა, სასამართლო იყო სააკაშვილის გავლენის ქვეშ და შესაბამისად მტკიცებულებების შექმნის აუცილებლობა არ იყო, ამიტომ აქვს გამოძიებას ახლაც  ლაფსუსები. ამ საქმეს ისევ ის გამომძიებელი იძიებსო მოვისმინე და თუ ეს მართალია საუბარიც ზედმეტია უკვე ყველაფერზე.“ – ამბობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა  ნარჩემაშვილი, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმის  გამოძიების ლაფსუსებზე საუბრობს.



– ინტერნეტსივრცეში  გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ფოტოების გავრცელებული შემდეგ, პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა ექპერტიდან დაწყებული ყოფილი პრეზიდენტით დამთავრებული ყველა. როგორ ფიქრობთ, რატომ აქამდე არ დააკავეს ექსპერტი ლევან ჩაჩუა, თუ ეს ფოტოები ჟვანიას საქმეში მანამდეც იდო?

– ფოტოების გავრცელებით ჩემთვის რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოკვეთილა, თუმცა ეგ კითხვა მეც გამიჩნდა. ექსპერტიზის დროს ჯერ  გვამის გარეგნული დათვალიერება ხდება, რომელსაც აუცილებლად ესწრება გამომძიებელი. კოდექსში გარკვევით წერია,  გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევისას, გაკვეთისას აუცილებელია გამომძიებლის მონაწილეობა, რამდენადაც ეს მისთვის მძიმე არ უნდა იყოს. არც მე მიხაროდა, მაგრამ პროზექტურაში 7-8 გვამის გამოკვლევას დავსწრებივარ დღეში. არ არის ეს ადვილი და პირველად საერთოდ ცუდად გავხდი, მაგრამ აუცილებელია. თუ დაზიანებები ექსპერტიზის დროსაც იგივე იყო, რაც ამ ფოტოებზე ჩანს, მაშინ ამ საქმის ახალ გამომძიებელსაც უნდა გასჩენოდა ეს კითხვა, იმიტომ, რომ გარეგნულ დაზიანებებზე  პასუხისმგებლობა ექსპერტთან ერთად გამომძიებელსაც ეკისრება. იმისათვის, რომ უფრო კონკრეტულად ვისაუბრო, უნდა ვიცოდე, ის ფოტოები, რომლებიც დაიდო ინტერნეტში და რომელიც სეიფში ინახებოდა იდენტურია თუ არა? აფტენტური არის, მაგრამ იდენტურია? არის ამ ამბავში ბევრი ნიუანსი, რომელიც მეც მიჩენს კითხვებს.


– რომელ ნიუანსებზე საუბრობთ?

– თავის არეში დაზიანება და წვრილი დაზიანებები, რომელიც ძალიან არადამახასიათებელია და ჰგავს  სპიცის გამოყენებას, დასვრილი, ნათრევი და აჩეჩილი ტანსაცმელი, რომელიც მიანიშნებს გვამის გადაადგილება-გადმოადგილებაზე. ვფიქრობ, რომ ეს ფოტოები არ არის გვამების აღმოჩენის დროს გადაღებული. ან სხვაგან არის მოკლული ან იმ სახლშივე შეუცვალეს ადგილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი სურათი აბსოლუტურად უნდა ემთხვეოდეს გადაღებულ ფოტოსურათს, იმიტომ, რომ  შემთხვევის ადგილის ოქმი იწერება ასე: მე გამომძიებელი ესა და ეს, ამასთან ერთად მივედი ვნახე შემდეგი, რომ გვამი იყო იატაკზე, დაცილებული 5 სანტიმეტრით კედლიდან, თავი ჰქონდა აღმოსავლეთით, ფეხები დასავლეთით, ანუ ოქმში ისე დაწვრილებით იწერება ყველაფერი, ფოტოც რომ არ გქონდეს, წარმოდგენა წაკითხვისთანავე შეგექმნება. ამის შემდეგ იწყება გვამის დასურათება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვამი ასე არ სურათდება, როგორც ამ ფოტოებშია. როცა შემთხვევის ადგილზე იღებ ფოტოს, იქ უნდა იყოს დადებული აუცილებლად სახაზავი, მასშტაბისთვის, რომ შემდეგ დაზიანების ზომები სურათით აღვიდგინოთ. ანუ ეს ფოტოები არ არის ოქმის სურათები.


– რამდენად მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის იცოდეს  ვინ ან რატომ გაავრცელა ჰაკიმ ფაშას სახელით ეს ფოტომასალა?

– არ ვთვლი, რომ ამ ფაქტს გამოძიებისთვის რაიმე პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ხელისუფლებისთვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოპონენტები, რომლებიც იტყვიან, ვერ დაადგინეთ, ვინ გაავრცელა ეს სურათებიო. კითხვები რომ არ იყოს, ამის საშუალებები არსებობს და გაიგონ, რა პრობლემას წარმოადგენს?..


– ორი ძირითადი  ვერსია არსებობს და საზოგადოების ერთ ნაწილი თვლის, რომ პრემიერი მოკლულია, მეორე კი ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ბუნებრივი აირით მოწამვლას, სხვა ვერსიები არ არსებობს? 

– მე ვუშვებ ორივე ვერსიას და შესაძლოა სხვა რაღაცასაც ვუშვებდე, ეს არის გამორიცხვის მეთოდი, დედუქცია, ინდუქცია, და გამორიცხვის მიხედვით ერთ ვერსიაზე ჩამოყალიბება.  


– თითქმის 9 წელია გამოძიება მიდის, თუ არ არსებობს ხელისშემსლელი ფაქტორები, ამდენი ხანი რა ვერ გამოიძიეს?

– ამასწინათ  მოვისმინე ხათუნა ხოფერიას განცხადება, რომელიც რეაგირებას იმსახურებდა. მან თქვა, რომ ჟვანიას გარდაცვალების ადგილზე მიმავალ ბარამიძეს, სააკაშვილმა დაურეკა და ჯერ მასთან მისვლა სთხოვა, ყველაზე საინტერესოა, ხოფერიას და ბარამიძეს ჰკითხონ, არ გაინტერესებთ, ასეთი მნიშვნელოვანი რა უთხრა სააკაშვილმა გზიდან მობრუნებულ ბარამიძეს? არც წინა ხელისუფლებას და არც ახლანდელს საზოგადოება არ ამოასუნთქებს, პრემიერ-მინისტრი არის საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი და  სანამ  არ დადებენ  საბოლოო დასკვნას, ხალხი არ მოისვენებს. მართლა  ძალიან დიდი დროა გასული და  როგორი კვლევის მეთოდიკაც არ უნდა არსებობდეს, ეგსგუმაცია იმ შედეგს ვერ მოგვცემს, რასაც იმ დღეებში მოგვცემდა, რბილი სხეული აღარ იქნება შენარჩუნებული და იმიტომ. შეიძლება დადგინდეს მოწამვლის ნიშნები, იმიტომ, რომ ძვლის ქსოვილი ინახავს საწამლავს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია დადგინდეს სხვა რამ.. მე არ ვიცი ვინ რას ბლოკავს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი  უნდა ითქვას, ამას ვერ გაექცევა ვერავინ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობდა ისეთი რამ, რაზეც ბევრს საუბრობენ, არსებობს დახურული სასამართლო სხდომა, საქმის მასალების გასაიდუმლოება და ეს ვერ შეუშლის ხელს ჭეშმარიტების დადგენას.

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016