reportiori.ge - პოლიტპატიმარი მიხეილ ცილიკიშვილი: „პრეზიდენტმა ისე ჩაგვიარა ყურადღება არ მოგვაქცია და რიყეზე „ლგბტ სასტავთან“ და „ნაცებთან, გახარებული მივიდა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:59
პრეს-დაიჯესტი
პოლიტპატიმარი მიხეილ ცილიკიშვილი: „პრეზიდენტმა ისე ჩაგვიარა ყურადღება არ მოგვაქცია და რიყეზე „ლგბტ სასტავთან“ და „ნაცებთან, გახარებული მივიდა“
ავტორი:
17 აპრილი, 2014. 15:13



პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებულმა მიხეილ ცილიკიშვილმა „ფეისბუკით“ ასეთი განცხადება გაავრცელა. „პრეზიდენტმა საერთოდ არ მოგვაქცია ყურადღება პოლიტპატიმრებს, რომლებიც 18 დღის განმავლობაში ქარსა და წვიმაში, ყინვაში ვიყავით პარლამენტის წინ, სამართლის აღდგენის მოთხოვნით და რიყეზე „ლგბტ სასრავთან“ და „ნაცებთან“, სირბილით, გახარებული მივიდა, თუმცა მაგის საძმოც ეგაა და აბა, სად მივიდოდა?“.

 

„ალია“ მიხეილ ცილიკიშვილს ესაუბრა:

 

– ბატონო მიხეილ, მართლა ურეაქციოდ ჩაგიარათ პრეზიდენტმა?

– აქციას ვმართავდით პარლამენტის წინ, მე-18 დღე იყო. პრეზიდენტმა ჩაგვიარა ფეხით და ყურადღებაც არ მოუქცევია. მარტო გედი ფოფხაძე და დათო ლორთქიფანიძე მოვიდნენ ჩვენთან. რაც შეეხება პრეზიდენტს, ერთხელ არ გამოუხედავს ჩვენკენ. არანარად არ უფიქრია, ჩვენთან მოსულიყო და ამბავი მაინც ეკითხა, რისთვის ვიდექით იქ. დაიძრა და ჩავიდა რიყეზე, იქ მიიჩქაროდა.

„ლგბტ“-ს უფროსი, ვაჭარაძე გამოვიდა, ყველას გეპატიჟებით, ჩვენს მომხრეებსო და ერთად ავირჩიოთ ევროპაო. ევროპას კი არა, საქართველოს ვირჩევ მე. უნდა შეიცვალოს მიდგომები, რას ჰქვია, ევროპას ირჩევენ? ჯერ ერთი, ჩაატარე რამე გამოკითხვა, ვინ რას ირჩევს? აი, აპირებენ ახლა სახალხო რეფერენდუმის ჩატარებას და გაირკვევა, ვის სად უნდა. პრეზიდენტი რომ ხარ და თავს მახვევ იმას, რაც შენ გინდა, რა წესია? მე თვითონ გავერკვევი, სად მინდა. იქნებ ჩინეთი დამეხმაროს და ჩინეთი ავირჩიო. შენ რომ ირჩევ, გასაგებია, მაგრამ მე ყურადღება არ მომაქციე, „ლგბტ სასტავთან“ და „ნაცებთან“ წახვედი და კიდევ შენ მირჩევ, საით უნდა წავიდე? ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს თავისი მოქალაქეების პირველი უფლებადამცველი, პირველ რიგში.

 

– როგორც ვიცი, თქვენი მდგომარეობის შესახებ ყველა სამავრობო უწყებას მისწერეთ. ვინმესგან პასუხი მოგივიდათ?

– არავისგან არანაირი. რამდენიმე ჩვენმა ახლობელმა სცადა ჩვენ იდა პრემიერის შეხვედრის ორგანიზება, მაგრამ რატომღაც ჩაიშალა.

 

– ვინმე გიშლით ხელს?

– არის მცდელობა შეხვედრის და იქნებ მოხერხდეს. ხელს კი არ გვიშვლიან, ცდილობენ, რომ შეგვახვედრონ, მერე რატომღაც არ მოხერხდა.

 

– ეკა ბესელიას რომ შეხვდით, იქიდან რა გამოიტანეთ?

– მე არ ვყოფილვარ იქ, შეგნებულად არ წავედი შეხვედრაზე, ისეთმა ადამიანმა გაუწია ამას ორგანიზება, არ მინდოდა წასვლა.

 

– ვინ არის ასეთი?

– სახელსა და გვარს ვერ დავაკონკრეტებ. ამ კაცის ორგანიზებულზე მე ვერ მივიდოდი. რაც შეეხება შეხვედრის შედეგს, ჩვენ ქონების დაბრუნებაზე ხმას არ ვიღებთ, არც კომპენსაციების მიღება დგას დღის წესრიგში, ჩვენ ყველაზე დიდი მოთხოვნა გვაქვს ის, რომ აღდგეს სამართალი და შეუჩერდეთ საქმეების გამყალბებელ პროკურორებს, მოსამართლეებსა და გამომძიებლებს უფლებამოსილება. მათი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დადგეს, ვინც ჩვენს საქმეებზე მუშაობდნენ და დაიწყოს საქმეების გადახედვა. ჩვენ ვამბობთ, რომ იგივე ადამიანების ხელში არ გვინდა, მოხვდეს საქმეები, ვინც თავის დროზე გამოიტანეს გადაწყვეტილებები. არ ვითხოვთ კომპენსაციას ამ ეტაპზე. ეკა ბესელიამ გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არანაირ შედეგს არ ველოდებით.

 

– აბა, როდემდე უნდა იდგეთ ქუჩაში უშედეგოდ?

– ახლა, იმის გამო, რომ მძიმე კვირაა და მარხვა დაიწყო, ჩვენ ვწყვეტთ აქციას. უბრალოდ, ვხვდებით ერთმანეთს, რომ მიზნის მისაღწევად დავგეგმოთ მორიგი ნაბიჯები. ვითხოვთ გამართლებას, მე შვილი მყავს და ნათესავები, რატომ უნდა ეძახონ მათ, რომ მე ვარ ქვეყნის მოღალატე და გადამტრიალებელი? მე უნდა მეჭიროს ხელში საბუთი, რომ ვარ მართალი.

 

– ხომ ხედავთ, ყურადღებას არ გაქცევენ, რას აპირებთ?

– ახლა მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ, რა გზა ავირჩიოთ. ვფიქრობთ, წერილები გავუშვათ უცხოელებთან, ყველა საელჩოს გავუგზავნით წერილებს ჩვენი მდგომარეობის შესახებ. ვაპირებთ, ჩავატაროთ ბრიფინგი და იქ ვიტყვით საბოლოო სიტყვას.

 

– რა სიტყვას?

– ჯერ ამის თქმისგან თავს შევიკავებ, რადგან, იმედია, არ დამჭირდება ამის გაკეთება, მაგრამ თუ დამჭირდა, გაძლევთ პირობას, იმდენად რადიკალური ქმედებისთვის ვემზადებით... ნუ იქნებიან შეგუებულნი იმ აზრთან, რომ ჩვენთგან თვს დაიხსნიან. ეს იქნება შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება!

 

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია“

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016