reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილი ხელბორკილებდადებული უნდა ჩამოათრიონ საქართველოში და პასუხი აგებინონ ჟვანიას მკვლელობისათვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:56
ინტერვიუ
ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილი ხელბორკილებდადებული უნდა ჩამოათრიონ საქართველოში და პასუხი აგებინონ ჟვანიას მკვლელობისათვის!
ავტორი:
01 აპრილი, 2014. 19:30



მიხეილ სააკაშვილის მიერ „რუსთავი-2“-სთვის მიცემულმა სკანდალურმა ინტერვიუმ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სწორედ ამ საკითხით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან.

 

– ბატონო ელიზბარ, სააკაშვილი კიევიდან იმუქრება და, მგონი, ხელისუფლებაში დაბრუნებას რუსთაველზე „მაიდნის“ მოწყობით აპირებს...

– ეგ არაფრის მომწყობია, ურჩევნია, შიშისგან შელახული ტანსაცმელი ხშირ-ხშირად გამოიცვალოს!..

 

– ანუ სააკაშვილი შიშმა ალაპარაკა, მე რომ დამიჭირონ, საქართველოს ევროკავშირი გვერდზე დარჩებაო?!

– რა თქმა უნდა!.. ამ უბედურს სურს, ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მასზეა დამოკიდებული საქართველოს NATO-სა თუ ევროკავშირში გაწევრიანება! არადა, სააკაშვილი არის ჩვეულებრივი შეშინებული კრიმინალი, რომელსაც ჯერჯერობით დასავლეთი იფარავს, როგორც „თავის ძაღლიშვილს“!..

 

– ჯერჯერობითო, ბრძანეთ...

– დიახ, ჯერჯერობით იფარავენ, რადგან, როგორც კი გამოძიება დადებს დადასტურებულ მასალებს მკვლელობაზე თუ მილიარდების დატაცებაზე, მერე სააკაშვილს ამერიკა კი არა, იეღოვაც ვეღარ დაიცავს!

დიახ, თუ პროკურატურამ კარგად იმუშავა და დადო ფაქტები, დასავლეთი და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკა დადგება არჩევანის წინაშე: საქართველო ან სააკაშვილი! და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ასეთი არჩევანის პირობებში ამერიკა აუცილებლად გაწირავს თავის „ძაღლიშვილს“ ქართველების გულის მოსაგებად!..

 

– თუმცა, სააკაშვილმა პროკურატურას „სკაიპით“ დაკითხვაზეც კი უარი სტკიცა!..

– მე „სკაიპი“ და „მაიპი“ არ ვიცი!.. სააკაშვილი ხელბორკილებდადებული უნდა ჩამოათრიონ საქართველოში და ზურაბ ჟვანიას მკვლელობისათვის პასუხი აგებინონ!..

 

– ანუ თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ჟვანიას მკვლელობაში სააკაშვილია დამნაშავე?

– ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით! ეს შეიძლებოდა, მხოლოდ ორ შემთხვევაში მომხდარიყო: პირველი – თავად სააკაშვილმა მოკლა ჟვანია; ან მეორე – ჟვანია მოკლეს სააკაშვილის დავალებით! აბა, სხვანაირად ვინ გაბედავდა პრემიერ-მინისტრისთვის თავში რაღაცის ჩარტყმას?!

მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქართველოში სააკაშვილის მმართველობისას არ მომხდარა არცერთი გახმაურებული მკვლელობა, პირადად მისი განკარგულება რომ არ ყოფილიყო!

სააკაშვილის დაკვეთით მოკლეს გურამ შარაძე!

სააკაშვილის დაკვეთით ჩაცხრილეს ზურა ვაზაგაშვილი!..

სააკაშვილმა გასცა საჯარო ბრძანება ნულოვან ტოლერანტობაზე, რასაც ათობით უდანაშაულო ადამიანის ფიზიკური ლიკვიდაციაც მოჰყვა!..

ეს სააკაშვილი არ იყო, პირდაპირ ეთერში რომ გაჰკიოდა, დიახ, მე ავწიე ჰაერში სამხედრო ვერტმფრენები აფრასიძეების გასანადგურებლადო?!

 

– სხვათა შორის, პროკურატურას სააკაშვილისთვის ეს ბრალდება რატომღაც არ წაუყენებია!

– ჰოდა, აი, თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, აუცილებლად დაუმძიმოს სააკაშვილს ბრალი აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტისთვის! მითუმეტეს, რომ საამისოდ არსებობს სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება!..

რამდენიც არ უნდა იძახოს სააკაშვილმა, პროკურატურა „ასავალ-დასავალის“ ჭორებით მუშაობსო, მისი ბოლო „მატროსოვის ციხეა“!

მოკლედ, ამ უბედურ მიშიკოს ისე ეშინია თქვენი, ძილშიც „ასავალ-დასავალი“ ელანდება!.. და ეს არც მიკვირს, რადგან სწორედ „ასავალ-დასავალმა“ ჩამოხსნა ნიღაბი ამ ქართველთმოძულე ბანდას და ახლა ბოღმით სკდებიან – სააკაშვილით დაწყებული, უკანასკნელი ჭიაბერაშვილით დამთავრებული!

 

– ბატონო ელიზბარ, თქვენ „ასავალ-დასავალისთვის“ ჯერ არ გითქვამთ, უნდა დაინიშნოს თუ არა დიდ ბრიტანეთში ელჩად ქართული სიწმინდეების შეურაცხმყოფელი მწერლუკა ზურაბ ქარუმიძე?

– ჯერ ერთი, ასეთ მწერალს მე არ ვიცნობ! ამ ზაზა ბურჭულაძეებისა და ერეკლე დეისაძეების მსგავს ავადმყოფებს არ ვკითხულობ! მაგრამ, რაც შენს წერილში წავიკითხე მისი „ქმნილების“ ციტატები, შემიძლია გითხრა, რომ ამ ქარუმიძეს სასწრაფოდ მკურნალობა სჭირდება! რაც მან დაწერა, ეს არის უსაზიზღრესი შეურაცხყოფა არა მხოლოდ სვანების, არამედ სრულიად საქართველოსი!..

 

– ახლა ქარუმიძე და მისი ამფსონები თავს იმით იმართლებენ, ეს არქაული რიტუალი ივანე ჯავახიშვილს აქვს აღწერილიო!

– ტყუილია! მე სპეციალურად ვნახე ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი ქართველთა წარმართული ტრადიციების შესახებ და იქ ეს რიტუალი არ არის მოყვანილი, როგორც ისტორიული ფაქტი! ეს არის ერთი კერძო პირის ზეპირი გადმოცემის ჩანაწერი და მორჩა! ახლა, ეს ბღარტები მასწავლიან კიდევ, რა არის ისტორიული წყარო და რას ნიშნავს ლიტერატურული ტექსტი!..

მე პირდაპირ ვიტყვი: თუ ეს ავადმყოფი ქარუმიძე ელჩად მაინც დანიშნეს, ესე იგი, რესპუბლიკელებმა ღარიბაშვილს აჯობეს!..

მე კიდევ, მომკალით და არ მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი – ეს სულით ხორცამდე ქართველი კაცი, ასეთი არარაობის საქართველოს ელჩობაზე დათანხმდეს!

მითუმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინათ ირაკლი ღარიბაშვილმა გაითვალისწინა ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციით აპირებს ერთსექსიანთა ქორწინების აკრძალვას!.. ამისთვის კი პირადად ვუხდი უდიდეს მადლობას!.. აი, კაცი!..

 

ესაუბრა გიორგი გიგაური

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016