reportiori.ge - ირაკლი კაკაბაძე: ძალიან გამიხარდება, თუ ალასანია სასამართლოს მიმართავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:42
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი კაკაბაძე: ძალიან გამიხარდება, თუ ალასანია სასამართლოს მიმართავს!
ავტორი:
17 მარტი, 2014. 03:07



ორიოდე დღის წინათ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში საზოგადოებამ პირველად იხილა სააკაშვილის ბიძა, ყველასთვის ცნობილი თემურ ალასანია, რომელმაც მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უარყო, მეტიც, ბოდიშის მოხდა მოითხოვა პრემიერ-მინისტრ ღაბიშავილისგან. რას უნდა ნიშნავდეს ე.წ. რუხი კარდინალის „რუსთავი-2“-ზე გამოჩენა და რას პასუხობს პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე თემურ ალასანიას მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

 

– არ მეგონა, თუ მოვესწრებოდი თემურ ალასანიას ეკრანზე გამოჩენას. პირდაპირ გეტყვით, მან თავისიე ინტერვიუში საკუთარი თავი ამხილა! პრაქტიკულად დაადასტურა ის, რაც ღარიბაშვილმა თქვა, ოღონდ ერთი შესწორებით – ის რუსული და საბჭოთა სპეც-სამსახურების მხოლოდ პოლკოვნიკი კი არა, გენერალ-პოლკოვნიკია!

– როგორ ფიქრობთ, რა ქვეტექსტი შეიძლება ამოვიკითხოთ ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც მან თემურ ალასანიას შესახებ სულ ახლახან გააკეთა?

– თემურ ალასანია და მის უკან მდგომი პირები ცდილობენ, ღარიბაშვილმა მწვანე შუქი აუნთოს იარაღის ბიზნესის გაგრძელებაზე. ეს ჯგუფი ჯერ კიდევ ძლიერი მაფიოზური კლანია... ამერიკამ ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭირა მხარი. ობამა ალასანიას დისშვილს 4 წლის განმავლობაში არ ხვდებოდა, ბოლოს, 2012 წელს, როდესლაც შეხვდა, უთხრა – სხვას გადააბარე ხელისუფლებაო. ამის გამო გაღიზიანებულია ალასანია. ძალიან კარგია,რომ „კაგებეს“ გენერალი ავანსცენაზე გამოვიდა. მინდა, ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო იმ გაბედული განცხადებისთვის, რომელიც ალასანიას მისამართით გააკეთა. ეს ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო! თუმცა, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ალასიანიას დაიჭერენ. მას რუსეთის დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს. მისნაირი გენერლის დაჭერა ომის გამოცხადებას ნიშნავს – ეს იგივეა, პუტინი დაიჭირო!

ნუ დაგვავიწყდება, რომ თემურ ალასანია ანდროპოვის მიერ აღზრდილი „კაგებეს“ გენერალ-პოლკოვნიკია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა დღემდე არ დაუტოვებია და რომელსაც ყოველთვის ხელს დააფარებს ვლადიმერ პუტინი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნინო შუბლაძეს მისთვის რთული შეკითხვები არ დაუსვამს. მაგალითად, არ უკითხავს კომპანია „ბელ ტრეიდინგთან“ მისი კავშირების შესახებ, არც მისი მეგობრით – ერიკ გუდისით დაინტერესებულა, რომელთანაც სიკვდილის წინ ზურაბ ჟვანიას კონფლიქტი მოუვიდა.

როგორც ჩანს, ალასანიას FBI-იმ უბრძანა, რომ თავი დაიცვას, რადგან უკვე ძალიან გაიშიფრა! ამას დაემატა ჰილარი კლინტონის წერილიც, რომელიც 2009 წლის 30 ივლისს დაწერა, მაგრამ სააკაშვილის მთავრობამ ჩაფარცხა. წერილში, რომლის დეტალებიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, საუბარია იმაზე, რომ ალასანიას ოფშორული კომპანია „ბელ ტრეიდინგი“ არის ჩართული იარაღით უკანონო ვაჭრობაში და კავშირშია კრიმინალურ სამყაროსთან. სავარაუდოდ, ჰილარი კლინტონი ალასანიას მეგობრებში რუსეთში მოღვაწე კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს გულისხმობდა. კომპანია „ბელ ტრეიდინგ ენდ კონსალტინგი“ მილიონობით (მილიარდობით თუ არა) ლარის იარაღს ვითომ საქართველოსთვის ყიდულობდა. სინამდვილეში მესამე ქვეყნებში ყიდდა. ვფიქრობ, „ბელ ტრეიდინგისა და გუდისის საქმიანობის ასე ფარდოთ აფიშირება აღარ შედის FBI-ის გეგმებში. ამიტომაც არის, რომ თემურ ალასანია ახლა იარაღის ბიზნესში თვითგადარჩენისთვის იბრძვის. ჰილარი კლინტონის წერილის გამოქვეყნების შემდეგ მას აეწვა ერთი ადგილი და „რუსთავი-2“-ზე  გამოვარდა...

– თემურ ალასანიამ „რუსთავი-2“-სთვის მიცხემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას იარაღის ბიზნესთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, მეტიც, მთელი თავისი ცხოვრება განიარაღებაზე მუშაობდა...

– ცნობილია, რომ გაეროში ყველაზე დიდი კორუფცია სწორედ იმ კომიტეტშია, სადაც ალასანია თანამშრომლობდა. გაერო-ს ეს კომიტეტი ბევრჯერ გაეხვა სკანდალში.: დღეს მათ მიმართ ერთ-ერთი პრეტენზია ისიც გახლავთ, რომ ზოგიერთი ბიუროკრატი განიარაღების მაგივრად შეიარაღებას ემსახურება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იარაღის ბიზნესი იმართებოდა ალასანიას და ერიკ გუდისის მიერ და ისინი უშუალოდ პუტინთან ათანხმებდნენ იარაღის ყიდვა-გაყიდვის საკითხებს. კაცმა თავად აღიარა, საბჭოთა სარაგეო სამინისტროს თანამშრომელი ვიყავი და ამდენი წელია, განიარაღებაზე ვმუშაობ, ანუ იარაღს „ვასუხარებო“. მოკლედ, გაქნილი „კაგებეშნიკია“ და აქცენტზეც კი ეტყობა ეს! ალასანია ასე ადვილად ვერ დაიძვრენს თავს. მან უნდა უპასუხოს ბევრ კითხვას, მათ შორის, რა მოხდა 2004 წლის დეკემბრის ბოლოს, ვგულისხმობ ზურაბ ჟვანიასა და ერიკ გუდისს შორის მომხდარ კონფლიქტს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ კონფლიქტის შემდეგ გუდისი დაემუქრა ზურაბ ჟვანიას და ჩვენი პრემიერმინისტრიც საეჭვო სიტუაციაში გარდაიცვალა. ამის მერე ალასანიამ და გუდისმა ხელში ჩაიგდეს აეროპორტი, საიდანაც აწარმოებდნენ რუსული იარაღის გაყიდვას. ცნობილია, რომ სწორედ თემურ ალასანია „კრიშავდა“ იარაღისა და ჰეროინის დიდი პარტიების ტრეფიკინგს საქართველოს გავლით. ძალიან გამიხარდება, თუ სასამართლოში წავა ეს საქმე. ხალხი კარგად დაინახავს, ვინ არის ეს „ჩრდილოვანი კარდინალი“, რომელიც სხვების სისხლით აკეთებდა დიდძალ ფულს. ისიც გაირკვევა, 2008 წლის ომში სააკაშვილმა და ბიძამისმა როგორ გაატანეს წყალს დაახლოებით 10 მილიარდი ლარი, რომლითაც ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის და კონვენციური შეიარაღების დიდი ნაწილი უნდა ეყიდათ.

– ამასწინათ თემურ ალასანია სააკაშვილთან ერთად უკრაინაში გამოჩნდა. როგორც მან განმარტა, საკუთარი დისშვილის დასაცავად და უკრაინელი ხალხის საგულშემატკივროდ ჩავიდა... თქვენ რას ფიქრობთ?

– თემურ ალასანია დღესაც აგრესიულ პოლიტიკას ქადაგებს, ისევე, როგორც 2008 წლის ომის დროს. მას უნდა, ახალი ომი დაიწყოს ამჯერად უკრაინაში და პუტინის ჯარი პირდაპირ თბილისში შემოიყვანოს!

ახლახან გავრცელდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ქეთრინ ეშტონის სატელეფონო საუბარი, სადაც ლაპარაკია სნაიპერებზე, რომლებმაც, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, დახოცეს ხალხი ორივე მხარეს. ასევე ახლახან ამერიკელ კერძო გამომძიებელთა ჯგუფმა გამოარკვია, რომ თემურ ალასანიასთან ერთად კრიზისის დროს უკრაინაში იმყოფებოდა იარაღით მოვაჭრე ცნობილი ვიქტორ გუტის ჯგუფის დაახლოებით 50-მდე წევრი, რომელთა უმრავლესობაც შეიარაღებული გადაადგილდებოდა. მათი პოლიტიკური ორიენტაცია როგორც დემონსტრატებისათვის, ასევე „ბერკუტისათვის“ გაურკვეველი დარჩა – ისინი ხან ერთ მხარეს იდგნენ, ხან მეორე მხარეს, ხოლო 22 თებერვლის საბედისწერო ღამეს ეს ჯგუფი გაუჩინარდა.

– ამით იმის თქმა გსურთ, რომ...

– დიახ, გავრცელებული ინფორმაციით, „უცნობი სნაიპერები“ იყვნენ ბუტის ჯგუფის წევრები და, ჩემი ინფორმაციით, მათ გაანადგურეს ის ნივთმტკიცებები, რომლებიც მათი ბოსის წინააღმდეგ იყო მიმართული. ალასანია-ბუტის დაჯგუფება ტრანსნაციონალური ორგანიზაციაა. მართალია, ისინი რუსეთის იმპერიული ძალების ერთგული მსახურნი არიან, მაგრამ მათთვის მთავარი მაინც ფულია. მათ უკრაინაში საკმაოდ სერიოზული ბიზნესინტერესები ჰქონდათ – წარმატებით ახორციელებდნენ მილირადობით დოლარის ღირებულების რუსული იარაღის – ავტომატ „კალაშნიკოვიდან“ დაწყებული ჰაერსაწინააღმდეგო იარაღით დამთავრებული, გაყიდვას თითქმის ყველა კონტინენტზე. გაყიდვების ერთ-ერთ ბაზად საქართველოც გამოიყენებოდა. ასევე, სწორედ უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის პრემიერ-მინისტრობის დროს – 2006 წელს დაარსდა ის ავადსახსენებელი იარაღის გადმყიდველი შუამავალი ფირმა „BEL TRADING & CONSULTING“, რომლის სახელიც თემურ ალასანიასთან და ვიქტორ ბუტთან არის დაკავშირებული. აი, რატომ იყვნენ საჭირო ის „უხილავი სნაიპერები“! აი, რატომიყო საჭირო თემურ ალასანიას უკრაინაში ჩასვლა!

– თემურ ალასანიამ განაცხადა, რომ თქვენს დონემდე ვერ დავა და თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები ავადმყოფური ბუნების ფანტაზიებია...

– ჩემს „ავადმყოფობაზე“ მითითება ნაცისტების მიერ პირველად არ ხდება. ჩემი ავადმყოფობა – შაქრიანი დიაბეტი – ქრონიკული კონდიციაა, რომლის წამალიც არსებობს. ის ავადმყოფობა კი, რომელიც თემურ ალასანიას სჭირს – ქრონიკული სიხარბე და იარაღით ფულის კეთება, ბევრად უფრო სერიოზული და საშიში დაავადებაა. ვისაც მისი სახელი გვიხსენებია, ყველას არშემდგარი, ნახევრადჩამოუყალიბებელი და ინფანტილური პიროვნებები გვიწოდა. კარგით, ვთქვათ, საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, მწერალი და გიჟპოეტა შეიძლება ვჯდებოდე ამ სტერეოტიპში, მაგრამ მის გარდა, ყველა არშემდგარი და ხელმოცარული პოლიტიკოსი როგორ არის, მათ შორის,  სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც სწორედ იმ კომიტეტში მუშაობს, რომლითაც ასე ამაყობდა ალასანია?!

თემურ ალასანიასნაირი გარეწრების ადგილი, რომელთაც ბავშვების სისხლზე აქვთ კეთილდღეობა აწყობილი, ციხეშია! კიდევ ერთხელ, გაზეთი „ასავალ-დასავალის“ საშუალებით მივმართავ ხელისუფლებას – ბოლომდე გამოიძიოს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე! დაჰკითხეთ თემურ ალასანია. ეს აუცილებელია ჩვენი შვილების მომავლისათვის! ეს არის იმპერატივი!!!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016