reportiori.ge - თინა კანდელაკი: თუ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ უნდა გავთხოვდე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:58
ყვითელი
თინა კანდელაკი: თუ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ უნდა გავთხოვდე!
ავტორი:
22 აპრილი, 2014. 14:56


გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი აცხადებს, რომ თემურ დოლიძე მისი ქმარი არასოდეს ყოფილა და მისი პირველი და უკანასკნელი ქმარი ანდრეი კონდრახინი იყო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გათხოვებას აღარ აპირებს, კანდელაკი პასუხობს, რომ ამ შეკითხვას ჟურნალისტები ხშირად უსვამენ.

 

 

გეტყვით მარტივად: Дорога во власти, это дорога одиночества, ანუ როცა ხელისუფლებაში მიდიხარ, მარტოობა გარანტირებული გაქვს. არ ვგულისხმობ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახი აუცილებლად ინგრევა, ან არავინ ქორწინდება, უბრალოდ, შენ უკვე გააკეთე არჩევანი, იღებ უდიდეს პასუხისმგებლობას და იმ მიზანს უნდა ემსახურო, რომელიც დაისახე. აქედან გამომდინარე, უკვე 7 წელია თავისუფალი" ვარ. ვერ გეტყვით, რომ არავის მოვწონვარ ან მე არავინ მომწონს, მაგრამ ბოლო 7 წელია, არც ერთი მამაკაცი ჩემი შვილებისთვის ისე არ წარმიდგენია, როგორც ადამიანი, რომელთანაც ვაპირებ ცხოვრებას... თუ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ უნდა გავთხოვდე. არა იმიტომ, რომ ქართველი ქალი ვარ და გათხოვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, უბრალოდ, ძალიან დაკავებული ვარ, პირადი ცხოვრებისა და სერიოზული ურთიერთობის დრო ჩემს გრაფიკში არ მოიაზრება. თავისუფალ დროს  შვილებსა და დედას ვუთმობ. ჩათვალეთ, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს", - აცხადებს ის.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016