რეგიონები
ბათუმის პორტს 2014 წლის სეზონის პირველი საკრუიზო ხომალდი ეწვევა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
26 აპრილი, 2014. 15:09
ხვალ, ბათუმის პორტს, დილის 07:00 საათზე, 2014 წლის სეზონის პირველი საკრუიზო ხომალდი ეწვევა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, Black Sea Cruises Line-ზე 100 უცხოელი ტურისტი იმყოფება, რომლებსაც სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით მომსახურებას გაუწევს ადგილობრივი ტურისტული კომპანია Ajara Tour.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აღნიშნავენ, საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს რეგიონს 10-მდე საკრუიზო ხომალდი სტუმრობდა, 2013 წელს მათი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი, 26 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57