ის,რაც ყველასთვის საყვრელია ,სასურველია ,გემრიელია და დაუვიწყარია თავისი მომნუსხველი გემოთი შოკოლადია.მისი სახელი კი კაკაოს მარცვლებისაგან დამზადებულ სასმელს „ჩოკოლატლის “უკავშირდება. შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება.
შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო. მრავალი საუკუნის განმავლობაში ის მხოლოდ თხევადი სახით არსებობდა, ეს სასმელი იყო მაგიური რიტუალებისა და საქორწილო ცერემონიების ნაწილი.ოლმეკების ტომის შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს მისი მომზადების ტრადიცია და სწორედ ამ ტომს უკავშირდება ველური კაკაოს კულტივირება.მაიას ტომის გაქრობის შემდეგ შოკოლადის ტრადიცია აცტეკებმა გააგრძელეს. შოკოლადს ისინი სხვადასხვა ინგრედიენტს უმატებდნენ და ასეთი ხერხით მიღებულ თხევად მასას აცტეკები უწოდებდნენ „xocolatl“-ს.
ევროპაში კაკაოს გავრცელება ერნან კორტესის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს . სწორედ მან ჩაუტანა ესპანეთის მეფეს კაკაოც და მისი დამზადების რეცეპტებიც,ხოლო რაც შეეხება რძიან შოკოლადს მისი გამოგონება ეკუთვნის შვეიცარიელ მეცნიერ,დანიელ პიტერს.
დღეს უკვე შოკოლადი მსოფლიოს საუკეთესო დესერტთა სიაშია და სასურველ საჩუქრადაც ითვლება.
რაც შეეხება მის თვისებებს ამაზე ბევრი თქმულა,თუმცა ცოტამ თუ იცის,რომ 1.აჩერებს კანის დაბერებას
2.შოკოლადი არტერიებს ასუფთავებს
3. შეიცავს ანტიოქსიდებს.A,C,E ვიტამინებს.მინერალებს:რკინას,კალცს,კალიუმს,თუთიას
4. შავი შოკოლადის ბუნებრივი, მცენარეული ცხიმი იცავს კბილებს კარიესისგან
5 .შოკოლადი არის მაღალკალორიული და ენერგიას შეგმატებთ
შოკოლადი დღეს გაყიდვების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია. მსოფლიოში ყოველწლიურად 600 ათასი ტონა შოკოლადი იჭმევა, მისი წარმოება კი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი დარგია კვების მრეწველობაში.