reportiori.ge - შსს-მ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაკარგული მოქალაქეები იპოვა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:35
რეგიონები
შსს-მ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაკარგული მოქალაქეები იპოვა (ვიდეო)
ავტორი:
18 აგვისტო, 2013. 11:34

შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებმა და ახალციხის სამაშველო სამსახურის მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის პარკში დაკარგული ოთხი ქართველი და ერთი გერმანელი მოქალაქის ერთობლივი საძიებო-სამაშველო ღონისძიებები განახორციელეს.

16 აგვისტოს ახალციხის რაიონის სოფ. წინაუბნიდან ხუთი მოლაშქრე ბორჯომ-ხარაგაულის პარკის და იქ მდებარე ე.წ. „სტამბოლის მთის" მოსანახულებლად წავიდა. უკან დაბრუნებისას ტყეში დააღამდათ და გზის გაკვლევა ვეღარ შეძლეს.

დაკარგულთა ოჯახის წევრები იმავე ღამეს დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ს და დახმარება ითხოვეს. ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს დაკარგული მოლაშქრეების საძიებო სამუშაოები და გამთენიისას ხუთივე მათგანს ე.წ. „ნახანძრალი"-ს ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016