reportiori.ge - შიდა ქართლში პრობაციონერები დასაქმდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:43
რეგიონები
შიდა ქართლში პრობაციონერები დასაქმდნენ
ავტორი:
19 აგვისტო, 2013. 13:27

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ

რაიონულმა სასამართლომ ზურაბ მ-ს, სამწლიან პირობით მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად, 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაც განუსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლი შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დაავალა.  გორის სანერგე მეურნეობაში განაჩენით განსაზღვრულ პერიოდში პრობაციონერმა პირნათლად იშრომა. პრობაციის ბიუროს შუამდგომლობისა და პირობით მსჯავრდებულის დახასიათების გათვალისწინებით, მეურნეობის დირექციამ ზურაბ მ. მუდმივ სამუშაოზე აიყვანა და ყოველდღიურ ანაზღაურებად 10 ლარი დაუნიშნა.

პრობაციის ბიურო სამუშაოს შოვნაში დაეხმარა ქარელში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან პირობით მსჯავრდებულ  ზურაბ ფ-ს. იგი შპს "ქარელის კეთილმოწყობის სამსახურში" მუშად დასაქმდა და ყოველთვიურად  380 ლარს მიიღებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციონერთა რესოციალიზაცია და შრომით საქმიანობაში მათი ჩაბმა წარმოადგენს. პრობაციის რეგიონალური ბიუროები, მათ კონტროლს დაქვემდებარებული პირების დასაქმების მიზნით, მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კერძო და სამთავრობო ორგანიზაციასთან. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016