reportiori.ge - ვინ ფლობს ინგლისის საფეხბურთო კლუბებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:47
სპორტი
ვინ ფლობს ინგლისის საფეხბურთო კლუბებს?
07 მაისი, 2014. 14:26

ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა გამოაქვეყნა პრემიერ ლიგის კლუბების მფლობელთა შესახებ ინფორმაცია. 


„არსენალი“

 

 

 62% - Kroenke Sports Enterprises UK, ბიზნესმენ სტენ კროენკეს კუთვნილებაში. თუკი არ იცით ვიზეა საუბარი - ე.ი. უბრალოდ არ ადევნებთ თვალს ამერიკულ სპორტს. ბიზნესმენის კომპანიას ეკუთვნის NFL-ის გუნდი „სენტ-ლუის რემსი“ (ამერიკული ფეხბურთი), მისი ვაჟის კუთვნილებაში კი კალათბურთის გუნდი „დენვერ ნაგეტსი“ და ჰოკეის გუნდი „კოლორადო ეველანშია“.

27% - Red and White Securities Limited. რუსი ბიზნესმენის ალიშერ უსმანოვისა და მისი ძველი პარტნიორის, ირანელი ფარხად მოშირის საერთო კომპანია.

 

 

„ასტონ ვილა“

 

 

 

მფლობელი - რენდი ლერნერი. კომპანია Reform Acquisitions LLC. 2012 წლამდე ლერნერს ეკუთვნოდა NFL-ის კლუბ „კლივლენდ ბრაუნსის“ აქციების დიდი ნაწილი.

 

 

„ვესტ ბრომვიჩი“

 

 

აქციების დიდი ნაწილი ეკუთვნის კლუბის პრეზიდენტ ჯერემი პისს.

 

 

„ვესტ ჰემი“

 

 

 

86,2% - დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი. ისინი უკვე 30 წელზე მეტია პარტნიორები არიან.

 

 

„ქუინზ პარკ რეინჯერსი“

 

 

 

66% - კომპანია Tune QPR, დარეგისტრირებული მალაიზიაში. ეკუთვნის ავიაკომპანია AirAsia მფლობელ ტონი ფერნანდესსა და მის პარტნიორებ კამერუდინ მერანუმუსა და რუბენ გნანალინგას.

 

 

„ლივერპული“

 

 

 

მფლობელი - ამერიკული კომპანია Fenway Sports Group, აქციების საკონტროლო პაკეტი, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ და ფინანსისტ ჯონ ჰენრის. მას ასევე ეკუთვნის ბეისბოლის კლუბი „ბოსტონ რედ სოკსი“ და სარბოლო გუნდის NASCAR Roush Fenway Racing-ის აქციების ნაწილი. 

 

 

„მანჩესტერ სიტი“

 

 

მფლობელი - შეიხ მანსურ იბნ ზაიდ ალ-ნახაიანი. კომპანია Abu Dhabi United Group. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაური და აბუ-დაბის სამეფო ოჯახის წევრი ემირატებში. გარდა ამისა, კარგი მოჯირითე და სპორტის გულშემატკივარი.

 

 

„მანჩესტერ იუნაიტედი“

 

 

მფლობელი - გლეიზერების ოჯახი. კომპანია Red Football LLC, დარეგისტრირებული ამერიკის შტატ ნევადაში. რატომ მაინც და მაინც იქ? არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ მალკომ გეიზერსა და მის შვილებს ამ შტატისადმი, უბრალოდ იქ ყველაზე დაბალი გადასახადებია აშშ-ში.

 

„ნორვიჩი“

 

 

მფლობელი - დელია სმიტი და მისი მეუღლე მაიკლ ვინ ჯონსი. მისის სმიტი ნამდვილად არ ჰგავს ანჯელინა ჯოლის პერსონაჟს ფილმიდან „მისტერ და მისის სმიტი“, თუმცა ინგლისში მაინც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს წამყვანია, ხოლო წიგნების მაღაზიიდან  მისი კულინარიული წიგნის 18 მილიონი ეგზემპლიარი უკვე გაიყიდა.

 

 

„ნიუკასლი“

 

 

მფლობელი - მაიკლ ეშლი. კომპანია MASH Holdings Limited. ბიზნესმენი ბრუტანული ჟურნალ „ფორბსის“ სიაში მე-12 ადგილს იკავებს. მისი ქონება კი, 2012 წლის დასასრულს 1,5 მილიარდ ფუნტად იყო შეფასებული.

 

 

„რედინგი“

 

51% - რუსი ბიზნესმენი ანტონ ზინგარევიჩი.

 

 

„სანდერლენდი“

 

 

მფლობელი - ელის შორტი. ამერიკელი ბიზნესმენი, კერძო საინვესტიციო კომპანიის Kildare Partners-ის მფლობელი.

 

 

„საუთჰემპტონი“

 

 

 

მფლობელი - კატარინა ლიბჰერი. აგრძელებს ლიბჰერების დინასტიას, ჰანს ლიბჰერის შვილიშვილი. ახლა ოჯახის შვეიცარიულ ჰოლდინგში 130 ორგანიზაცია შედის.

 

 

„სტოუკ სიტი“

 

 

 

მფლობელი - ცნობილი ბუქმეიკერული კომპანია bet365 Group. კლუბის პრეზიდენტი დ აკომპანიის მფლობელი პიტერ კოუსტია, თუმცა ახლახან მან განაცხადა, რომ 78 წლის ასაკში პენსიაზე გასვლას გეგმავს, რათა დაისვენოს და იმოგზაუროს. ამიტომაც ნელ-ნელა გადააბარა საქმეები მის ქალიშვილ დენიზს, რომელიც მასთან ბუღალტრად მუშაობდა, შემდეგ კი ფინანსურ დირექტორად. პირველად მან ქალიშვილს საფეხბურთო კლუბი გადასცა.

 

 

„სოუნსი“

 

 

 

22,5% - მარტინ მორგანი. სასტუმროთა ქსელის მფლობელი.

20% - ბრაიან კატცენი.
სამხრეთ-აფრიკელი ბიზნესმენი, ნიუ-იორკში მცხოვრები. კერძო საინვესტიციო კომპანიის დამაარსებელი და ანტიკრიზისული მენეჯმენტის სპეციალისტი. აქციების შესყიდვა ფეხბურთის სიყვარულით ახსნა.

20% - „სოუნსის“ გულშემატკივართა საზოგადოება (Swansea City Supporters Society Limited)

12,5% -
კლუბის პრეზიდენტი ჰიუ ჯენკინსი. ბავშვობაში მეკარე იყო, თუმცა მისი სათამაშო კარიერა ვერ აეწყო. „სოუნსს“ ბავშვობიდან ქომაგობს.

10% - რობერტ დევისი. უბრალოდ ადამიანი, რომელსაც თავის დროზე აღმოაჩნდა 100 000 ფუნტი.

 

 

„ტოტენჰემი“

 

 

85% - კომპანია Enic International Limited, დარეგისტრირებული ბაჰამის კუნძულებზე, იქვე ცხოვრობს მფლობელი (70,6%-ის) ჯო ლუისი, რომელმაც ქონება ბირჟაზე სავალუტო ოპერაციებით დააგროვა.

 

 

„ფულემი“

 

 

 

100% - შაჰიდ ხანი. კომპანია Big Cat Holdings. პაკისტანელი მილიარდერი ამერიკული ოცნების მაგალითია. აშშ-ში ჩავიდა 16 წლის ასაკში და რეცხავდა ჭურჭელს 1,2 დოლარად საათში, ახლა კი ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენია. 

 

 

„ჩელსი“ 

 

 

 

100% - რომან აბრამოვიჩი.

 

 

„ევერტონი“

 

 

 

25% - ბილ კენრაიტი. ნისლიან ალბიონზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრალური რეჟისორი. ერთ-ერთი დამდგმელი მიუზიკლისა „იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი“.

19% - ჯონ ვუდსი. თუკი გითამაშიათ თამაში „რემბო“, „ბეტმენი“ ან „იურული პერიოდის პარკი“, მაშინ იცით ვისზეა საუბარი. ვუდსი კომპანია
Ocean Software-ს დამაარსებელია. კომპანია კომპიუტერულ თამაშებს ქმნის. 1996 წელს ვუდსმა გაყიდა კომპანია და ახლა ფეხბურთს უყურებს.

23% - რობერტ ერლი. სარესტორნო ქსელ „პლანეტა ჰოლივუდის“ დამაარსებელი და გენერალური დირექტორი. ასევე ლას-ვეგასში ერთ-ერთი ცნობილი კაზინოს მფლობელი.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016