reportiori.ge - კაზანტიპი ნარკოტიკისა და ე.წ. თავისუფალი სექსის გარეშე - როგორი ფესტივალის ჩატარებას გეგმავენ საქართველოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:46
ყვითელი
კაზანტიპი ნარკოტიკისა და ე.წ. თავისუფალი სექსის გარეშე - როგორი ფესტივალის ჩატარებას გეგმავენ საქართველოში
08 მაისი, 2014. 13:09



ambebi.ge-სთან საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი სიგუა  ანაკლიაში კაზანტიპის (ადგილი ყირიმში, სადაც ტარდება მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი) მსგავსი მუსიკალური ფესტივალის დეტალებზე საუბრობს.

 

კაზანტიპის მსგავსი მუსიკალური ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება ანაკლიაში, თუ რაიმე სასწაულმა არ შეგვიშალა ხელიორი ფესტივალის ჩატარებას ვგეგმავთ. ერთი იქნება ელექტრონულ ფესტივალი ანაკლიაში, მეორე კი სიმღერის ფესტივალი, რომელიც ბათუმში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ცნობილი ევროპელი მომღერლები მიიღებენ. თუ გავითვალისწინებთ , რომ ყირიმში  4 მილიონი უკრაინელი ტურისტი ჩადიოდა, რომლებიც სავარაუდოდ წელს იქ ვეღარ წავლენ, ჩვენ ამ ტურისტების საქართველოში ჩამოყვანაზე სერიოზულად ვმუშაობთ. გვინდა, საქართველოში  მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი გვქონდეს. ეს ერთის მხრივ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასაც უწყობს ხელს, მეტ ტურისტსაც იზიდავს და შესაბამისად, ინვესტორსაც.

 

ბუნებრივია, 4 მილიონს ჩვენ ვერ მიიღებთ, მაგრამ მათი ნაწილის აქ ჩამოსვლაზე უნდა ვიმუშაოთ. უკრაინელი ტურისტების რაოდენობის გაორმაგებას ვგეგმავთ. მაგალითად კაზანტიპში სასტუმრო თითქმის არაა და ფესტივალის დროს, როგორც წესი ადგილობრივი მოსახლეობა აქირავებს სახლებს. რაც შეეხება ანაკლიას, თუ მოთხოვნა გაჩნდა სასტუმროზე, იქ აუცილებლად აშენდება ახალი სასტუმრო“, -აცხადებს ის.

 

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა აკრძალვები ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რომლითაც კაზანტიპის ფესტივალია პოპულარული, სიგუა აცხადებს, რომ ფესტივალი ნარკოტიკებისგან შორს იქნება. ხოლო ასეთი ფესტივალების დროს .. თავისუფალ სექსთან დაკავშირებით, რომელზეც ბოლო პერიოდში მკვეთრად რეაგირებს ეკლესია, სიგუა აცხადებს, რომ თუ  ეკლესია თავისუფალ სექსის საკითხზე შენიშვნას გამოთქვამს, ფესტივალისთვის აუცილებლად გაითვალისწინებს.

 

 

 ნარკოტიკები ჩვენგან შორს! ჩვენთან იქნება მხოლოდ ელექტრონული მუსიკა. ღმერთმა დაგიფაროს მსგავსი ცოდვებისაგან. ის ფაქტი, რომ ჩვენთან არ იქნება ნარკოტიკი, ნამდვილად არ იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზე.  ჩვენი ეკლესია ძალიან სწორად და ძალიან კარგად რეაგირებს იმაზე, რაზეც საჭიროა და თუ ჩვენი ეკლესია თავისუფალ სექსის საკითხზე გამოთქვამს შენიშვნას, ჩემთვის როგორც მორწმუნესათვის, ეს მისაღები იქნება და აუცილებლად გავითვალისწინებ“, - აცხადებს სიგუა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016