reportiori.ge - ნინო გაჩეჩილაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებით გუნდს შეურიგდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:45
ყვითელი
ნინო გაჩეჩილაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებით გუნდს შეურიგდა
08 მაისი, 2014. 15:35



მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში სერიალ ჩემი ცოლის დაქალების შემოქმედებით გუნდთან განახლებულ ურთიერთობაზე ისაუბრა

კატოს პერსონაჟი წარსულს ჩაბარდა. იმავე შემოქმედებითმა ჯგუფმა დამირეკა და სარეკლამო რგოლში გადაღება შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, რადგან ეს ხალხი ყველაფერს კარგად აკეთებს. თან ისეთი პარტნიორი მყავს დათო დარჩიას სახით, რომ უარს ვერ ვეტყოდი. ძალიან სახალისო და საინტერესო რეკლამა გამოვიდა, რომელიც მალე ეკრანებზეც გამოვა. ჩვენ შესაძლოა კიდევ გავაგრძელოთ ურთიერთობა, მაგრამ არ მინდა, გავამხილო, რა იქნება თანამშრომლობის მიზეზი და მაყურებლისთვის სიურპრიზად დავტოვებ. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გაურკვევლობა და შეუთანხმებლობა როცა გაჩნდა, იმ ეტაპზე დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ სამუდამოდ არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა. პირადული არაფერი ყოფილა, მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით მოხდა გაუგებრობა. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დამირეკონ და თუ შემოთავაზება საინტერესო იქნება, სიამოვნებით ვითანამშრომლებ.

 

შეგახსნებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა სერიალი საკუთარი ნებით დატოვამსახიობსა და შემოქმედებით გუნდს შორის უთანხმოება იყო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016