„სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას საქმეზე და არა მხოლოდ ამ საქმეზე აუცილებლად მოუწევს პასუხისგება და თუ ამ განცხადებების შემდეგ სააკაშვილი თავს შეურცხყოფილად იგრძნობს, შეუძლია, სასამართლოში ცილისწამებისთვის მიჩივლოს..." - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში გოგა ხაინდრავამ.
- ცხრა წელიწადი იმ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, სადაც ხელისუფლების წევრები ერთმანეთს კლავდნენ...
ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სამარცხვინო ფაქტია, როდესაც პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს, პროკურორს, ერთი სიტყვით, ყველას, ვისაც ხელეწიფება, შეუძლია, საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოკლას... როდესაც ცხრა წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად გარდიცვალა - და მერე აღმოჩნდა, რომ იმ ღამეს გაზი ოთახში საერთოდ არ ყოფილა, ამაზე მეტი ფაქტი რაღა გინდათ?! თუ უბედური შემთხვევა არ იყო, როგორც ეს მერაბიშვილმა გამოგვიცხადა, მაშინ რა იყო?!
- ბატონო გოგა, თქვენ თვლით, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება მკვლელობა იყო და მასში ყოფილი ხელისუფლების წევრთა როლიც გამოკვეთილია?
- დიახ! მეტსაც გეტყვით და დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი: სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ჟვანიას საქმეზე. ერთ-ერთი ავტორი ზურაბ ჟვანიას მკვლელობისა მიხეილ სააკაშვილია! თუ ასე არ არის, სააკაშვილს შეუძლია ცილისმწამებისთვის სასამართლოში მიჩივლოს! ვიმეორებ: ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთი თანაავტორი მიხეილ სააკაშვილია! მიშა, მიჩივლე სასამართლოში და იქ დავამტკიცებ ამ სიმართლეს!.. მეტსაც გეტყვით: ბადრი პატარკაციშვილიც მოკლულია და ეჭვი მაქვს, რომ პატარაკაციშვილის მკვლელობის ერთ-ერთი თანაავტორიც მიხეილ სააკაშვილია! დიახ, ერთ-ერთი, ვინც ეს მკვლელობა ჩაიფიქრა და ვისაც ბადრის სიკვდილი სწყუროდა, სააკაშვილია! სააკაშვილის თანამებრძოლმა, ყოფილმა პროკურორმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას ბადრის მკვლელობა დაუკვეთა... სააკაშვილი პატარკაციშვილს ნომერ პირველ მტრად თვლიდა... ეს ასეც იყო. ბადრი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისთის! არა მგონია, ცხრა წლიანი ჯოჯოხეთის მერე, ერთ წელი დაგვიანებული იყოს სამართლიანობის აღდგენისათვის. ახალაიებს, უგულავას, მერაბიშვილს, სააკაშვილს, ლომაიას და სხვებს სახელმწიფო დანაშაულებები აქვთ ჩადენილი! ასე რომ, გამოძიებას სერიოზული მუშაობა და დრო სჭირდება...
მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა