reportiori.ge - ახალსოფლის მოსახლეობა ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 07:40
რეგიონები
ახალსოფლის მოსახლეობა ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს
10 მაისი, 2014. 14:24


ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს. ეკლესიასთან დღეს 50-მდე ახალსოფლელი შეიკრიბა.


ადგილობრივ შოთა პატარიძის თქმით, ეკლესიის მშენებლობა მრევლის მოთხოვნა იყო და მშენებლობის ხელმძღვანელის, მამა მარკოზის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მიუღებელია. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მთელი სოფელი იღებს.


"მამა მარკოზი არაფერში არ არის დამნაშავე და ვერ ვხედავთ მის პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით, ისედაც ამხელა განსაცდელშია. სოფლის დაჟინებული მოთხოვნა იყო ეკლესიის მშენებლობა. გამოდის, რომ ბრალი ყველას მიგვიძღვის. მამა მარკოზი უანგაროდ გვიკეთებდა ღვთის სახლს. მშენებლობაზე დასაქმებული ბიჭებიც უანგაროდ მუშაობდნენ, დაღუპულების ხსოვნას პატივს მივაგებთ და ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს", - განაცხადა შოთა პატარიძემ.


ახალსოფელში მცხოვრებ მანუჩარ დევაძის თქმით, ეკლესიის მშენებლობა უკანონო არ ყოფილა, რაიონულ გამგეობასთან ერთად, აჭარის ეკონომიკის სამინისტროც იყო საქმის კურსში.


"ეს არის ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლო. კიდეც გაგრძელდება და დასრულდება ეკლესიის მშენებლობა. თითქოს უკანონო იყო მშენებლობა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ეკონომიკის სამინისტროც საქმის კურსში იყო, რაიონული გამგეობაც და საეპისკოპოსოც. ამხელა მშენებლობას უკანონოდ ვერავინ დაიწყებდა. მამა მარკოზი ძალიან ცუდ დღეშია, უფალი დაიფარავს და გამოაჯანმრთელებს მას", - განაცხადა მანუჩარ დევაძემ.


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათი 7 მაისს ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016