reportiori.ge - დავით დარჩიაშვილი: სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანის თავში არ შედის, რომ მერაბიშვილის წინასწარი დაკავება შეცდომაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:51
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანის თავში არ შედის, რომ მერაბიშვილის წინასწარი დაკავება შეცდომაა
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 13:31

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი „რეპორტიორთან"ევროპარლამენტარების  ვანო მერაბიშვილთან ვიზიტის შემდგომ  განცხადებებს გამოეხმაურა. დარჩიაშვილის განცხადებით მერაბიშვილის შემთხვევა დემოკრატიულად განვითარებადი ქვეყნის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პოზიციისა და მართვის წაყენებული ბრალდებების გათვალისწინებით, მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას თავისი წესები აქვს.  გამოძიება უნდა მიდიოდეს და მსჯავრი გამოტანილი უნდა იქნას,  მაგრამ ამ ადამიანის წინასწარპატიმრობის ფაქტს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს".  - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

  იგი იზიარებს ევროპარლამენტარების შეფასებებს და ხელისუფლებას გონივრული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.

 „სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანის თავში არ შედის, რომ ეს ელემენტარული პოლიტიკური ჭეშმარიტებაა.  დემოკრატიულ ქვეყნებში, პოლიტიკოსებს ოპოზიციური ბანაკიდან, თუ მათ რაიმე ბრალდება აქვთ იძიებენ, მაგრამ წინასწარ პატიმრობაში არ ყავთ. ასე ცხოვრობს კაცობრიობა."- აღნიშნა „რეპორტიორთან" საუბარში დავით დარჩიაშვილმა. 

  რაც შეეხება მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან საკანში გოკა გაბაშვილი იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ, გაბაშვილმა აღნიშნა რომ, მერაბიშვილს წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არ გამოიკვეთა. 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016