„ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის გამორჩეულად საინტერესო წყვილად მიშა მესხი და მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი მიიჩნევა. როგორც ჯულიანა ამბობს, მიშა მესხი კარგი პარტნიორია, ხოლო მსახიობის მეუღლეს, ია სუხიატაშვილს, საეჭვიანო არაფერი აქვს.
„მიშაზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მინდა აღვნიშნო, რომ უმაგრესი ადამიანია. რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, ძალიან გამიმართლა, რომ ის ჩემი პარტნიორია.
მიშას მეუღლემ, ია სუხიტაშვილმა, თვითონ ურჩია ჩემთან ცეკვა. იას მიზეზიც არ აქვს რომ იეჭვიანოს. მან მშვენივრად იცის ამ პროექტში რამდენი შრომაა საჭირო ცეკვის მოსამზადებლად, ამიტომ არა მგონია იეჭვიანოს.
ყოველთვის მეკითხებოდნენ, გიორგი ყიფშიძესთან რომ ვიდექი, ჯაბა კილაძე უფრო მაგრად ცეკვავს თუ გიორგიო. მე არასდროს ვადარებ. გიორგი თავისებურად მაგარი იყო. მიშას სულ სხვა ძლიერი მხარეები აქვს.
პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. თაყვანისმცემელი ძალიან ბევრი მყავს და მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. „
ჯულიანა ბარ-გნარი 22 წლისაა. წარმოშობით ასურელია. საქართველოში დაიბადა, ათი წელი კი ოჯახთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. ჯულიანა ამჟამად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" საუკეთესო მოცეკვავედ მიიჩნევა.
წყარო: „რეიტინგი"