reportiori.ge - რასთან შეგუება გაუჭირდა თამთა გოდუაძეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:58
ყვითელი
რასთან შეგუება გაუჭირდა თამთა გოდუაძეს
12 მაისი, 2014. 17:34



საბერძნეთის შოუ-ბიზნესის წევრი, მომღერალი თამთა გოდუაძე 14 წლის ასაკში  დედა გახდა, საქართველო კი 21 წლისამ დატოვა. მომღერალი თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობს:


21 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოდან წავედი. მე ის თაობა ვარ, რომელსაც ძირითადად სირთულეების გადატანა მოუხდა. რაც დრო გადის, უფრო ვაცნობიერებ და უფრო მეტად მტკივა გული ამაზე. ჩვენი, ჩვენი მშობლების თაობა - რამდენი რამ გადაიტანეს - პურის უზარმაზარ რიგებში დგომით დაწყებული... ჰო, ძალიან მტკივა.



ჩემი მუსიკა კომერციულია, არ სჭირდება ამას ბევრი ახსნა. თუმცა, კომერციულ მუსიკაშიც არის დონეები. ვცდილობ, ამ ჟანრშიც, რომელშიც ვმუშაობ, შევქმნა რაღაც ხარისხიანი. ვფიქრობ, რომ ბევრი რამის კეთება შემიძლია მუსიკაში, მაგრამ წლების წინ, როდესაც კარიერას ვიწყობდი, პროდიუსერების მიერ შემოთავაზებული ჟანრი ავირჩიე.



მოდას ყველა ვერ გაჰყვება. შეუძლებელია, ყველას ყველაფერი უხდებოდეს. ამიტომ ტანსაცმელმა კი არ უნდა მოგიხდინოს, შენ უნდა მოიხდინო. არ მომწონს ყველაფერი, რაც მოდურია. მე ჩემი სტილი, შესაბამისად - ჩემივე მოდა მაქვს.



ოთხ ძირითად ეტაპად შემიძლია დავყო ჩემი ცხოვრება: ბავშვობა, ოჯახი, კარიერა და... მეოთხე ეტაპი ყველაზე რთულია. არ მინდა დაკონკრეტება. თუმცა, რატომ არ... ყველაზე მეტი ძალისხმევა აქ დამჭირდა - ეს თინეიჯერი შვილის ემოციურად გამკლავებაა. მიუხედავად ჩვენ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობისა, მაინც სხვა თაობაა, სხვა მენტალიტეტით, განსხვავებული ინტერესებით. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. ეს კი ჩემთვის ემოციურად ყველაზე დამთრგუნველი აღმოჩნდა. თუმცა მიყვარს სირთულეები.



თამთა გოდუაძე ამჟამად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროექტ, "X ფაქტორის" ჟიურის ერთ-ერთი წევრია.



წყარო: „ბომონდი" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016