reportiori.ge - ვანო მაჭავარიანი: დიდი ხნით ადრე მივხვდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფატალურ შეცდომებს უშვებდა. ჩემი ძმა, მიშაც, იგივე აზრზეა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:04
პოლიტიკა
ვანო მაჭავარიანი: დიდი ხნით ადრე მივხვდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფატალურ შეცდომებს უშვებდა. ჩემი ძმა, მიშაც, იგივე აზრზეა...
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 13:33

„ნაციონალურ მოძრაობაში" მართლაც არიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, მეც დიდი ხნით ადრე მივხდი, რომ პარტია ფატალურ შეცდომებს უშვებდა, რაც ჩვენს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა. იგივე აზრზეა ჩემი ძმაც" - ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანის ძმამ, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა გაზეთ „ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ მაჭავარიანი პარტიაში მიმდინარე პროცესებს საკმაოდ პრაგმატულად უყურებს - „სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, თავად „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხვდებოდნენ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არასერიოზული მიდგომით როგორც პარტიას, ისე ქვეყანასაც ზიანს აყენებდნენ. კარგად ვიცი, შიგნით იყო კიდეც საკმაოდ სერიოზული საუბარი ახალი პარტიის შექმნაზე ან კოალიციური მართველობის ჩამოყალიბებაზე, თუმცა მაშინ პარტიაში გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა ჩათვალეს, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა " - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" განსაკუთრებული ზიანი მეგის ქარდავას მსგავსა ადამიანებმა მიაყენეს, რომელსაც თურმე მინი საქართველო ჰქონდათ შექმნილი.

ვანო მაჭავარიანმა ისაუბრა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ ურთიერთობაზეც და აღნიშნა, რომ მას  ივანიშვილმა არჩევნებამდე საკმაოდ დიდი თანამდებობა შესთავზა - „როცა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე შევხდი და მან პარტიაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა შემომთავაზა, ჩემთან მოვიდა წინა მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი  და მეგობრულად მითხრა, კარგად დაფიქრდი, ახალაიებისთვის ეს ნაბიჯი რასაც ნიშნავსო. თუმცა უარი ამიტომ არ მითქვამს, მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩემი ძმა „ნაციონალურ მოძრაობაში" აქტიურად იყო ჩართული და უხერხულობა შეიქმნებოდა" - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016