WBO/WBA/IBF/IBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო (62-3, 52-KO), იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში რინგზე WBC-ის ვერსიით ქამრის მფლობელ ბერმეინ სტივერნის (24-1-1, 21 KO) წინააღმდეგ გავა.
„იმედი მაქვს, რომ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელეც საშუალებას მომცემს WBC-ის ტიტულისთვის ვიბრძოლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი გზით წავალ. ამაზე ზემოქმედებას მე ვერ მოვახდენ. ვიცი, თუ რაოდენ რთულია მსოფლიო ჩემპიონი გახდე. ამასთანავე, არსებობს რიგი გარემოებები და აუცილებელია მიიღო სხვადასხვა უფლება საკრივო ორგანიზაციებისგან. ვიმედოვნებ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობა მხარს დაუჭერს ამ გაერთიანებულ ბრძოლას.
კარგი იქნებოდა სტივერნთან ჩხუბი აშშ-ში, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. ამისათვის საჭიროა მაუწყებლობის პოვნაა, რომელიც გადაიხდის შეხვედრის ტრანსლირებისთვის", - განაცხადა კლიჩკომ.
შეგახსენებთ, რომ WBC-ის ქამრის ოფიციალური პრეტენდენტი ამერიკელი უილდერია, რომელიც სავარაუდოდ ბერმეინ სტივერნის მორიგი მეტოქე იქნება.