,,15 ივნისს ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, თითოეულ უბანზე თქვენ გეყოლებათ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც გაახმოვანებენ საკრებულოში, მერიაში თქვენს პრობლემებს. კარგი ოჯახის შვილები და პროფესიონალები თავიანთ საქმეში , ასეთი ღირსეული კადრები გვყავს ჩვენ შერჩეული. " - ასე წარუდგინა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდტმა შოთა მურღულიამ, დღეს საკრებულოს კიდევ სამი მაჟორიტარობის კანდიდატი მხარდამჭერებს.
ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ექიმი - თეიმურაზ ნადირაძე. უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქში ასევე პროფესიით ექიმი - ზაზა ლომინაძე. საფიჩხიის ოლქში - ბიზნესმენი ნიკოლოზ ლატარია.
,,ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემაა მოსაგვარებელი, ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებიც გულთან მიიტანენ ხალხის პრობლემებს, არ ექნებათ კომუნიკაციის პრობლემა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად შევძლებთ დროულად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას წლებია აწუხებს“-განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ.