reportiori.ge - კოტე თოლორდავა: პროექტში ჩემი ყოფნაც კი ზედმეტი იყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:59
ყვითელი
კოტე თოლორდავა: პროექტში ჩემი ყოფნაც კი ზედმეტი იყო
13 მაისი, 2014. 13:20

გუშინ პროექტი ორი ვარსკვლავი" კოტე თოლორდავამ და ნინი ბადურაშვილმა დატოვეს. დღეს მსახიობის დაბადების დღეა, 35 წლის გახდა. ცოლმა, განო მელითაურმა სიურპრიზი მოუწყო და პროექტის დასრულებისთანავე „შერატონში" წაიყვანა. იუბილარს დაბადების დღე  თეონა კონტრიძემ  ტორტით მიულოცა. ამის შემდეგ კი  წყვილმა დღე რომანტიულად, განმარტოებულებმა აღნიშნეს.


კოტე თოლორდავა: გუშინდელიდან დავიწყე დაბადების დღის აღნიშვნა, როგორც კი ჩემს ვოკალურ სოლო კარიერას გამოვეთიშე. მეუღლემ სიურპრიზი მომიწყო, „შერატონში" გავიძურწეთ და მარტოები განცხრომაში ვატარებთ დღეს. პროექტიდან რომ გამოვეთიშე საერთოდ არ დამწყვეტია გული, რადგან ცოტა გადავიღალე და მართლა მინდოდა, რომ წამოვსულიყავი.  საერთოდ ჩემი იქ ყოფნაც კი ზედმეტი იყო, ძალიან მთხოვეს უბრალოდ და უარი ვერ ვუთხარი. აქედან გამომდინარე ყოველ ტურში წამებ-წამებით მივდიოდი. გუშინ საჩუქარი გამიკეთა ყველამ. მინდოდა ჩემი ესემესები ყველა მონაწლსთვის გადამენაწილებინა და ისე წამოვსულიყავი. ნოეს ვთხოვე, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხერხდა. ყველას ვუგულშემატკივრებ გულით და სულით. თეონა კონტრიძის კომენტარები მომენატრება და თვითონ კონტრიძეც. გუშინ ტორტი რომ მომართვა ისეთი ბედნერი ვიყავი, რომ არ იცით. ძალიან ბევრი ვიცინე, ძალიან საყვარელი იყო ტორტიც და კონტრიძეც ერთად. მართლა ძალიან კარგი გაცილება მომიწყეს.


კოტე თოლორდავას და განო მელითაურის ოჯახი შვიდი წლისაა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016