მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია, დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს შეიცვლის.
26 წლის არგენტინელმა, მის ამჟამინდელ კლუბში მოღვაწეობაზე, კონტრაქტის გახანგრძლივებასა და მოლაპარაკებათა მიმდინარეობაზე Marca-სთან ისაუბრა.
დი მარია არ მალავს, რომ სხვა კლუბში გადასვლა სურს. ნახევარმცველის ყიდვის მთავარ პრეტენდენტებად „პსჟ", „მონაკო", „მანჩესტერ სიტი" და „არსენალი" მოიაზრებიან, რომლებიც უახლოეს დროში გეგმავენ მოლაპარაკებების წარმოებას. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროდ ფასდება.
არგენტინელი თავისი მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გეგმავს.
პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონში დი მარიამ „რეალის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, საკუთარ ანგარიშს კი 4 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიათვალა.