reportiori.ge - ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირის „ოცნების თასი“ ფინალური მატჩი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:46
სპორტი
ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირის „ოცნების თასი“ ფინალური მატჩი გაიმართება
13 მაისი, 2014. 17:57


იმედი L-ის სტადიონზე დღეს ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირის „ოცნების თასი" ფინალური მატჩი გაიმართება. მატჩს კოალიცია „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრებიან.


ტურნირი 8 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობა „ქართული ოცნების" თბილისის ათი რაიონის ახალგაზრდულმა შტაბებმა მიიღეს. დღეს ერთმანეთს ნაძალადევის და საბურთალოს შტაბების გუნდები ხვდებიან. მატჩი 21.00 საათზე, მუშტაიდის ბაღის გვერდით მდებარე იმედი L-ის სტადიონზე გაიმართება.


გამარჯვებულ გუნდს ოცნების თასს" დავით ნარმანია და კახა კალაძე გადასცემენ. 



კოალიცია „ქართული ოცნების„ ახალგაზრდული შტაბის მიერ ორგანიზებული საფეხბურთო ტურნირი „ოცნების თასი" ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და 1981 წლის 13 მაისს, თბილისის დინამოს მიერ თასების თასის მოპოვების 33-ე წლისთავს მიეძღვნა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016