7 ივნისს, კეიპთაუნში სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს უმასპინძლებს. მსოფლიოს ნაკრებს ნიკ მალეტია თავკაცობს, რომელმაც პლანეტის საუკეთესო მორაგბეთა სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში საქართველოს ნაკრებისა და „მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძეც მოხვდა, რომელიც ნამდვილად საუცხოო სეზონს ატარებს.
მსოფლიოს ნაკრები:
შერკინება:
სტეფონ არმითიჯი („ლონდონ აირიში", ავსტრალია), ალექსანდრ ლაპანდრი („კლერმონი", საფრანგეთი), როჯერ ვილოსნი („ალსტერი", ირლანდია), მამუკა გორგოძე („მონპელიე", საქართველო), ალისტერ ჰარგრივსი („სარასენზი", სამხრეთ აფრიკა), ჯო ტეკორი („ტულუზი", სამოა), ივანდერ კრუხი („მეტრო რასინგი", სამხრეთ აფრიკა), სხალკ ბრაიტსი („სარასენზი", სამხრეთ აფრიკა), ენდრიუ ჰორი (ახალი ზელანდია), სხალკ ფერეირა („ტულუზი", სამხრეთ აფრიკა), სონა ტაუმოლოლო („პერპინიანი", ტონგა), ბი ჯეი ბოთა („მასტერი", სამხრეთ აფრიკა), კარლ ჰეიმანი („ტულონი", ახალი ზელანდია).
უკანა ხაზი:
ჯეიმზ ოკონორი („ლონდონ აირიში", ავსტრალია), დრიუ მიტჩელი („ტულონი", ავსტრალია), ჰოსე გეარი („ტულუზი", ახალი ზელანდია), სიტივენი სივივიატუ („კლერმონი", ახალი ზელანდია), ორელიან რუჟერი („კლერმონი", საფრანგეთი), რენე რენჯერი („მონპელიე", ახალი ზელანდია), მეთ გიტო („ტულონი", ავსტრალია), ფრანსუა ტრინ-დუკი („მონპელიე"), რირო კოკოთი („კასტრი", სამხრეთ აფრიკა), ჯიმი ქოუანი („გლოსტერი", ახალი ზელანდია).