reportiori.ge - ლევანდოვსკი თასის ფინალის მოლოდინშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:58
სპორტი
ლევანდოვსკი თასის ფინალის მოლოდინშია
14 მაისი, 2014. 19:44



დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის თასის ფინალური მატჩის წინ, „ბაიერნის“ წინააღმდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გერმანიის თასის ფინალური მატჩი 17 მაისს გაიმართება.

საუბრისას პოლონელმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი, მარიო გიოტცე გაიხსენა, რომელიც ახლა „ბაიერნის“ მაისურით ასპარეზობს. ლევანდოვსკი იმედოვნებს, რომ მომავალი სეზონიდან მათი ტანდემი ისეთივე დამანგრეველი იქნება, როგორიც „ბორუსიაში“ იყო.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს და მომავალი სეზონიდან მიუნხენელთა კლუბში ითამაშებს.

„გერმანიის თასის ფინალი დიდი თამაშია. მარიოსთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. ჩვენ ერთმანეთს ვუგებთ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. იგი ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. ჩვენ ერთად წარმატებული 3 წელი ვთამაშობდით.

მარიოს კარგად გამოსდიოდა ჩემთვის გოლების ორგანიზება. ვიმედოვნებ, რომ ეს „ბაიერნშიც“ გამოუვა“,
- განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016