reportiori.ge - EBRD-ის მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:44
ეკონომიკა
EBRD-ის მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება
14 მაისი, 2014. 22:09



საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს საინვესტიციო სესიაზე „Georgia – New frontier for Opportunities“, რომელიც 14 მაისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნეს–ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდა.

 

საინვესტიციო სესიაზე მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ნოდარ ხადური, ევრობანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა, აგრეთვე კომპანიაქლინ ენერჯი გრუფისაღმასრულებელი დირექტორი რაგნარ ზოგარდი დააიდიესბორჯომისაღმასრულებელი დირექტორი ზაზა კიკვაძე.

 

 

საინვესტიციო სესიის ყველა მონაწილეს დაურიგდა საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალური მიმართვა პოტენციური ინვესტორების მიმართ.

 

 

საინვესტიციო სესიაზე გამოსვლისას, ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და იმ აქტივობებზე, რომელიც საქართველოში სამეწარმეო აქტივობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.

 

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეები  ევრობანკის მომდევნო წლიურ შეხვედრაზე მოიწვია, რომელიც 2015 წელს თბილისში ჩატარდება. მისი თქმით, ეს არის უმნივნელოვანესი და უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო ფორუმი, რომლის მსგავსიც კავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა.

 

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პოტენციურ ინვესტორებსა და EBRD-ის ხელმძღვანელობას  ქვეყნის მაკროკონომიკური  პარამეტრები, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის “საქართველო 2020”-ის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. მან ასევე ისაუბრა საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემის სიმარტივესა და მდგრადობაზე.

 

საინვესტიციო სესიას დაესწრნენ საქმიანი წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ევრობანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იმ სექტორებს, სადაც დიდია ინვესტორთა ინტერესი - კერძოდ, ასეთებია ენერგეტიკა, ფინანსურ სექტორი, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და წარმოება.

 

სესიაზე საკუთარი წარმატებული ბიზნეს–პროექტების შესახებ ისაუბრეს მსხვილი უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში ბიზნესს ეწევიან. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და კოლეგებს საკმაოდ ეფექტურად აუხსნეს, თუ რატომ უნდა დაიწყონ  ბიზნესი საქართველოში.

 

შეხვედრაზე ასევე დიდი იყო ინტერესი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

 

საინვესტიციო სესიის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტურისტული და ბიზნესკლიმატის ამსახველი სტენდები და დააგემოვნეს ქართული ღვინო.

 

ევრობანკის მომდევნო წლიური შეხვედრა 2015 წელს თბილისში ჩატარდება, რომლის მუშაობაშიც 1500 დელეგატი, მათ შორის, უმსხვილესი საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას. 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016