reportiori.ge - ნასრი დეშამის გადაწყვეტილებას პატივს სცემს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:12
სპორტი
ნასრი დეშამის გადაწყვეტილებას პატივს სცემს
15 მაისი, 2014. 16:19

„მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი სამირ ნასრი ვარაუდობდა, რომ ნაკრებში არ გამოიძახებდნენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა ნასრი მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოიძახა.

„ამისთვის მზად ვიყავი. მქონდა ამის წინათგრძნობა. როცა მწვრთნელთან დალაპარაკება გინდა, ის კი იგნორს გიკეთებს, ეს გარკვეულ აზრებს ბადებს.



მორალურად უკვე მოვემზადე. რა თქმა უნდა, ეს შოკი იყო, მაგრამ ნებისმიერი ინფორმაციის აღსაქმელად მზად ვიყავი.



რა შემიძლია ამასთან დაკავშირებით ვთქვა? პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. მწვრთნელი მუდამ მართალია, ამიტომ არ ვიკამათებ",
- განაცხადა ნასრიმ.



დიდიე დეშამმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი თქმით, ნასრი სათადარიგოთა სკამზე ვერ ჯდება.

„ეს რთული აღსაქმელია. ნებისმიერ მოთამაშეს ჰკითხეთ, მოსწონს თუ არა მას სკამზე ჯდომა და მისგან დადებით პასუხს ვერ მოისმენთ.



თუ ეს ერთადერთი გამართლებაა, მაშინ მიჭირს მისი გაგება. ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ტრაგედიაა",
- გაამატა ნასრიმ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016