reportiori.ge - ურეკის დატბორვაში უფლებადამცველები ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:46
რეგიონები
ურეკის დატბორვაში უფლებადამცველები ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ
ავტორი:
21 აგვისტო, 2013. 14:27

„უფლებადამცველთა გაერთიანება" ურეკში წყალდიდობით გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს.

მათი განცხადებით,  ურეკში სანიაღვრე სისტემის მოუგვარებლობა და სახლების მშენებლობის დროს არქიტექტურის სამსახურთან შეუთანხმებლად სანიაღვრე სისტემების გადაკეტვა წლებია გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ყოველი ძლიერი წვიმა დაბა ურეკის დატბორვას იწვევს, რაც მოსახლეობისა და დამსვენებლების დაზარალებით სრულდება.

„სტიქიით გამოწვეული შედეგების დათვლის შემდეგ, გამოვიდა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთანდილ სურგულაძე და აღიარა, რომ წლებია ურეკში სანიაღვრე სისტემები არ გაწმენდილაო. გასაკვირია, თუკი გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაშვილმა, ოზურგეთის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ იცოდნენ არხების გაუწმენდაობის შესახებ, მაინცდამაინც დაბის დატბორვის შემდეგ უნდა მიეყვანათ ტექნიკა არხების გასაწმენდად? როგორც 1 ოქტომბრამდე არ ჰყოლია გურიის მხარეს ნორმალური ხელმძღვანელობა, იგივე ტრადიცია დღესაც გრძელდება", - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე.

„უფლებადამცველთა გაერთიანება" ურეკში განვითარებული სავალალო შედეგების გამო გურიის გუბერნატორისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რადგან მათი დაუდევარი პოლიტიკის შედეგია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. საბოლოოდ კი დაზარალებული რჩება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე დამსვენებლები.

ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს, რომ პირადად დაინტერესდეს გურიის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016