reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი გორში, სამხედრო დასახლებას ესტუმრა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 11:37
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი გორში, სამხედრო დასახლებას ესტუმრა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
19 მაისი, 2014. 12:04



ქვეყნის იმიჯი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თავის გმირებზე. მე მინდა ვუთხრა ჩვენს სამხედროებს, რომ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მათი იმედი,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში მდებარე სამხედრო დასახლებაში სტუმრობისას.

 

 

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ 10 სამხედრო მოსამსახურეს, სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, გორში დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები გადასცა. ათივე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა თბილისში უკვე აქვთ მიღებული.

 

 

პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, ადგილზე მოინახულა სამხედრო დასახლებაში დასრულებული სამი საცხოვრებელი კორპუსი და კაპრალ რევაზ გორგაძისა და სერჟანტ ვეფხია გელაშვილის ოჯახებისთვის გადაცემული ადაპტირებული ბინები. პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დასაქმება და მათთვის სათანადო სამუშაო თუ საცხოვრებელი პირობების შექმნა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ დაჭრილი სამხედროები ისევ ბრუნდებიან შეიარაღებულ ძალებში და მიღებულ გამოცდილებას კვლავ სამშობლოს სამსახურს ახმარენ.

 

 

 

გორში სამხედრო დასახლების მშენებლობა 2007 წლის თებერვალში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წლის აგვისტოში გაჩერდა. მშენებლობა 2013 წლის სექტემბერიდან განახლდა. ბინები ასევე,სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე გორის მეხუთე ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ. ამ ეტაპზე 87 გარემონტებული ბინიდან 15 ადაპტირებულია სპეციალურად მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის. საცხოვრებელი ბინები კეთილმოწყობილია და აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016