რეგიონები
ალექსანდრე ჭიკაიძე: მეწყერის გამეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
19 მაისი, 2014. 13:20
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ დარიალის ხეობაში მეწყერის გამეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
მისი თქმით, მყინვარი გეოლოგების, მთამსვლელების და მაშველების დაკვირვების ქვეშაა.
„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იყო დაგეგმილი მუშაობა, თუმცა უამინდობის გამო, ეს ვერ მოხერხდა და სამუშაოები დილით, 06:00 საათიდან განახლდა. იჭრება ახალი არხი, სადაც მოხდება წყლის მიმართულების გადაგდება. ასევე ჩვენი მაშველების, გეოლოგებისა და ალპინისტების დაკვირვების ქვეშაა მყინვარი და ის ამ დროისთვის მორიგ საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ჭიკაიძემ.
დარიალის ხეობაში აქტიური სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57