რეგიონები
დარიალის ხეობაში, მოსალოდნელი საფრთხის მაუწყებელი ხმოვანი სიგნალი დაამონტაჟეს
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
19 მაისი, 2014. 14:21
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დარიალის ხეობაში სოფელ გველეთში ხმოვანი სიგნალი დაამონტაჟა, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის დროს ამოქმედდება. იმ შემთხვევაში თუ გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას, კვლავ დადგება მეწყერის ჩამოწოლის ან სხვა საშიშროება, მომსახურე პერსონალი, რომელიც მუშაობს გაწმენდით სამუშაოებზე ხმოვანი სიგნალით მიიღებს გაფრთხილებას.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყაზბეგის მომსახურების ცენტრის მენეჯერის, დავით კიკალიშვილის განცხადებით, სიგნალის დაფარვის ზონა 1000 მეტრს მოიცავს. მისი თქმით, ადგილზე მორიგე მორიგეობს, რომელიც საშიშროების შემთხვევაში ჩართავს ხმოვან სიგნალს.
ამასთან, სიგნალისა და ყველა საჭირო გაყვანილობის მონტაჟი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყაზბეგის მომსახურების ცენტრმა განახორციელა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57