რეგიონები
დარიალის ხეობაში მომუშავე მაშველებს რუსულმა მხარემ 18 ტონა დიზელი მიაწოდა
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
19 მაისი, 2014. 16:36
დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო მიმდინარე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.
დევდორაკის ხეობაში სამაშველო სამუშაოების გასაგრძელებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ლარსის მხარეს, მეწყერის მიერ ჩახერგილ ზონაში 18 ტონა დიზელი მიაწოდა, სადაც ვერტმფრენით საწვავის მიწოდება შეუძლებელია. დიზელის მიწოდების შემდეგ მძიმე ტექნიკა მუშაობას შეუფერეხებლად განაგრძობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57