reportiori.ge - გარემოს დაცვის სამინისტრო: სტიქიური გეოლოგიური მოვლენა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 11:18
რეგიონები
გარემოს დაცვის სამინისტრო: სტიქიური გეოლოგიური მოვლენა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან
19 მაისი, 2014. 23:56



გარემოს დაცვის სამინისტრო დარიალის ხეობაში შექმნილ ვითარებაზე წინასწარ დასკვნას აქვეყნებს. სამინისტროს განმარტებით, დარიალის ხეობაში ამჟამად წარმოქმნილი სტიქიური გეოლოგიური მოვლენა მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

 

“2014 წლის 17 მაისს, 09:30 საათზე დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის ღვარცოფის გავლას.

 

დარიალის ხეობაში გველეთი-ცდოს მონაკვეთზე მდ. თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე თერგის ხეობა წარმოდგენს ვიწრო კანიონსმწვერვალ მყინვარწვერის (5033) ჩრდილო-აღმოსავლური ექსპოზიციის ციცაბო ფერდობზე, მთის წვერიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით, 4602 მეტრ აბსოლუტურ სიმაღლეზე, 2014 წლის 17 მაისს დილის საათებში წარმოიშვა გრანდიოზული მოცულობის კლდეზვავი მყინვარულ-თოვლიან მასასთან ერთად. ჩამოზვავებული მასის მოცულობა, რომელსაც ტრანზიტის ზონაში მდ. თერგთან შეერთებამდე დაემატა აქ არსებული მორენული (მყინვარული) და გრავიტაციული გენეზისის მასალა, საორიენტაციოდ შეადგენს 5.0 მლნ. 3. ჩამოზვავებული გრავიტაციულ-მყინვარული მასალა განაწილდა 3 ნაკადად, რომელთაგან მარცხენამ დინამიკურ ზონაში მოიქცია (წაიტაცა) დევდორაკის მყინვარის ენა. პროცესი განვითარდა უხვი ატმოსფერული ნალექის (წვიმა) ფონზე, რამაც დამატებითი კატალიზატორის როლი ითამაშა მასის დინამიკაში მოსაყვანად. ატმოსფერული ნალექების თანხვედრის გარეშე, მყარი მასა ამ მოცულობით (საორიენტაციოდ 1.5 მლნ.3) მდინარე თერგამდე ვერ მიაღწევდა. მდ. თერგის ხეობაში გრავიტაციულ-ღვარცოფულმა ნაკადმა გადაკეტა თერგის კალაპოტი და შეაგუბა მდინარე 15-20 მეტრის სიღრმეზე.

 

ზოგადად, მთა მყინვარწვერის ეს კვანძი გამოირჩევა გლაციალური ღვარცოფების პერიოდულად აქტიური მოქმედებით, რომელთა დინამიკა, როგორც წესი, გეოლოგიურ კანონზომიერებას ძირითადად არ ემორჩილება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე კლიმატის ცვლილების საერთო ფონზე გლაციალური ტიპის ღვარცოფების აქტივიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მდ. დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის გავლას ბოლოს ადგილი ჰქონდა 2007 წლის აგვისტოში. უფრო ადრე, 2003 წელს მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე რუსეთის ფედერაციაში მყინვარ კოლკის ენურ  ნაწილში.

 

დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია კვლავ დაძაბულია, თუმცა მდ. დევდორაკის კალაპოტში და ღვარცოფის კერის ზონაში დარჩენილი მყარი ნატანის ერთჯერადი ამოქმედების და ანალოგიური მოცულობის ნაკადის გამოტანა თერგის ხეობაში ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან აღნიშნულ ზონებში დარჩენილი მყარი მასალის უმეტესობა მოქცეულია კალაპოტისა და კერის იმ უბნებში, .. ჯიბეებში, საიდანაც მათ დაძვრას სჭირდება დიდი ენერგეტიკული პოტენციალი, რისი პირობებიც ამ ეტაპზე დაბალიაა. თუმცა სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, სტიქიის გავრცელების არეალში მოქმედებს მუდმივი მონიტორინგული საგუშაგოები, სადაც 24-საათიან რეჟიმში გეოლოგები აკვირდებიან პროცესის დინამიკას. ასეთი მონიტორინგი გვაძლევს არა მარტო პროცესის გააქტიურების შემთხვევაში სწრაფი შეტყობინების საშუალებას, არამედ მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საბოლოო დასკვნის მომსამზადებლად.

 

 

აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მდ. ამალი-დევდორაკის ხეობაში ამჟამად წარმოქმნილი სტიქიური გეოლოგიური მოვლენა, ისე როგორც მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში ადრეულ პერიოდებში განვითარებული გლაციალური ღვარცოფების წარმოქმნა, დღემდე დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016